თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს ფიზიკური სახით გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თბილისისწიგნისოცდამესამესაერთაშორისოფესტივალი2021 წელს, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. წელს კი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა.

ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, წელს აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებ-გვერდზე:www.tbilisibookfestival.ge

აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი იქნება ჰიბრიდული და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა, აღნიშნულ ვებ გვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2021-ის პროგრამა იგეგმება რამდენიმე მიმართულებით: ახალი წიგნების პრეზენტაციები და მკითხველების შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან; პანელ-დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ ლიტერატურულ თემაზე, ქართველი და უცხოელი სპიკერების მონაწილეობით; საერთაშორისო საგამომცემლო კონფერენცია სფეროს პროფესიონალებისთვის, ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; საბავშვო პროგრამა სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გათვლილ გასართობ-შემეცნებით აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. იგი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება