სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში Erasmus+ დღეები აღინიშნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 13, 14, 15 ოქტომბერსErasmus+დღეებიაღინიშნა.უნივერსიტეტი პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი,იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, ხორვატია, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი და ა.შ) უნივერსიტეტთან.

საბაუნიში ერასმუსის დღეების აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და ინტერაქციული სივრცე, ფოტოგამოფენა, სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" შთაგონებით მოეწყო.

საინფორმაციო შეხვედრაზე საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, შორენა პარუნაშვილმა, სტუდენტებს Erasmus+ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. გარდა ამისა, მათ საშუალება ჰქონდათ Erasmus+ და Solidarity Corp-ის მოკლევადიანი, მოხალისეობრივი, ახალგაზრდული პროგრამების შესახებაც შეეტყოთ.

"Erasmus+ მუდმივად მზარდი პროგრამაა, შესაბამისად, საბაუნი აგრძელებს ახალი პროექტებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების სიის გამრავალფეროვნებას, რათა ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროპული უნივერსიტეტების შერჩევისა და უცხოური განათლების მიღებისა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საბაუნიში Erasmus+ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება" - შორენა პარუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.

შეხვედრის ფარგლებში, ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილე საბაუნის სტუდენტებმა საერთაშორისო გამოცდილება და შთაბეჭდილებები პროგრამით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებს გაუზიარეს.

"ყველაზე საინტერესო 6 თვე გავატარე ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. Erasmus+ პროგრამის დახმარებით შევიძინე საუკეთესო მეგობრები და გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. ეს იყო ემოციებით სავსე, საინტერესო 6 თვე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამ მობილობის წყალობით ყველაზე მეტად გავიუმჯობესე გუნდური მუშაობისა და ორგანიზების უნარები" - ოთარ ქიმერიძე, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.

"ძალიანგამიმართლა,რომErasmus+გრანტისმფლობელიგავხდიდაერთი სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში გავატარე.ესშესაძლებლობაჩემთვისუმნიშვნელოვანესიიყო,რადგანგამოვცადეთურასნიშნავსევროპულისტუდენტურიცხოვრება,გავხდიდამოუკიდებელიდაუფრომეტადთავისუფალი,ყველაზემნიშვნელოვანირაცვისწავლე,დროისმენეჯმენტია.ჩემიჩეხეთშიყოფნისპერიოდიიყოთავგადასავლებითსავსე.შევიძინემეგობრები,დავაგროვეუამრავისასიამოვნომოგონებადა,რაცმთავარია,გავიუმჯობესეპიროვნულიდაპროფესიულიუნარები" -ნანა ფაილოძე, საბაუნის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

#Erasmusdays არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს Erasmus + პროგრამების ცნობადობის ამაღლებას. Erasmus+ დღეები ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის შუა რიცხვებში და მასში მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით ასობით უნივერსიტეტი იღებს.

Wavy Line
狗万官方企业家-ის გუნდი

狗万官方企业家Staff

狗万官方企业家საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"