"სოციალური მეწარმეობის ფორუმი" გაიხსნაCSRDG-ის ორგანიზებით ფორუმი 2012 წლიდან ტარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, რიგით მერვე „სოციალური მეწარმეობის ფორუმი" იმართება. ფორუმის ორგანიზატორია სოციალურ საწარმოთა ალიანსი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). CSRDG-ს ორგანიზებით „სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, სოციალური მეწარმეებსა და თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის გარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვა საქართველოში.

წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემებიაგასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, კამპანია „დააჩქარე ცვლილებების" ფარგლებში არსებული შედეგების გაცნობა, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გამოწვევების აღწერა, გაზიარება, რესურსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული წყაროებისა და შემოსავლის დიფერენცირების მეთოდების გაცნობა.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2019"-ზე,გამოვლინდება -წლის სოციალური საწარმო. ნომინაციაზე წარდგენილნი არიან საწარმოები:ბაბალე, დადარიდაგუმბათი.გამარჯვებულს ფორუმის მთავარი პარტნიორი - საქართველოს ბანკი, წამახალისებელ თანხობრივ დაფინანსებას გადასცემს 4000 ლარის ოდენობით.

ასევე მხარდამჭერის ამპლუაში წლევანდელ ფორუმს უერთდება სოციალური საწარმო „კოდალა", რომელიც თავის რჩეულს გამოავლენს ნომინაციაში - "კოდალას რჩეული" და გადასცემს წამახალისებელ პრიზს - 1000 ლარის ოდენობით.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2019-ის მთავარი პარტნიორიასაქართველოს ბანკი • Bank of Georgia.
მთავარი მხარდამჭერიათბილისის მერია / Tbilisi City Hall
ღონისძიების ვერცხლის სპონსორიაFINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი საქართველოდა
მხარდამჭერიაკოდალა - Kodala

მედია მხარდამჭერი:Entrepreneur Georgia

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი,11 000დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"