"შატო მუკუზანმა" თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მუკუზანი დაცული ადგიწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელიც გურჯაანის რაიონში, მუკუზანის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება. ღვინო „მუკუზანის" წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო, იგი ძველდება მუხის კასრში, სულ ცოტა 3 წლით.

„შატო მუკუზანი" მუკუზანის მიკროზონაში მდებარე კომპანიაა, რომელიც ძირითადად სწორედ ამ ცნობილ ქართულ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ღვინოების ჩამონათვალში სხვა ცნობილი ქართული ღვინოებიც შედის: რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული.

კომპანია ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, წელიწადში საშუალოდ, 2-დან 3 ათას ტონამდე ღვინოს აწარმოებენ. წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საწარმოს განახლება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით „შატო მუკუზანმა" ღვინის წარმოებისთვის საჭირო ახალი დანადგარები შეიძინა, წარმოების გაზრდას ვარაუდობენ, თუმცა რამდენით, ეს ყურძნის მოსავალზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენი საწარმო მუკუზანის მიკროზონაში მდებარებს, იქ, სადაც 100 პროცენტით ნამდვილი, კახური მუკუზანი იწარმოება. საკუთარი ვენახები ქარხნის ირგვლივ გავაშენეთ, თუმცა სრული წარმადობისთვის აქ მოწეული საფერავი საკმარისი არაა, ამიტომ ყურძენს გლეხებისგანაც ვყიდულობთ. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი რთველი იქნება," - ამბობს „შატო მუკუზანის" ერთერთი დამფუძნებელი გიორგი მიტიჩაშვილი.

კომპანია ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებენ.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება