სავაჭრო ომები და COVID 19, ანუ რა ხდება ჩინეთშიაზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკას COVID-19-ის ეპიდემია ყველაზე უარეს შემთხვევაში $42-მილიარდი დაუჯდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Brink

COVID 19-მა მსოფლიო დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. ეპიდემია შეეხო უკლებლივ ყველა სფეროსა და ადამიანს. შეცვალა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური გარემო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ქვეყნებს დიდხანს მოუწევთ დაავადების მიერ გამოწვეული ნეგატიური ეფექტების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ პირველი დარტყმები, დამეთანხმებით, ჩინეთს უკავშირდება. მაგრამ, ვიდრე ეპიდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე ვისაუბრებდეთ, საჭიროა გავიხსენოთ რა მოხდა გასულ წელს.

CNBC-მა სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობდნენ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებაზე, რომელიც ეხებოდა ამერიკის მსხვილი კომპანიების ჩინეთის ბაზრიდან გამოსვლას, რათა შემცირებულიყო ამერიკული ბიზნესის ჩინურ საწარმოებზე დამოკიდებულება. 23 აგვისტოს ტრამპმა Twitter-ზე ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა დაეწყოთ ჩინეთის ალტერნატივის ძებნა და პროდუქტების ამერიკაში წარმოება. პირველი კომპანია, რომელზე საუბარიც პრეზიდენტმა დაიწყო, General Motors გახლდათ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის უკვე ბევრი ამერიკული კომპანია ჩინეთის ბაზრიდან დამოუკიდებელი იყო, ხოლო გაცილებით მეტი ამ პროცესს გადიოდა.

ჩინეთის ბაზრის დატოვება ამერიკის გარდა სხვა ქვეყნის კომპანიებმაც დაიწყეს. დაახლოებით 6 თვის წინ სამხრეთკორეულმა გიგანტმა, Samsung-მა შეწყვიტა ჩინეთში მობილურების წარმოება, რაც ფასების ზრდითა და ეკონომიკური რეგრესით ახსნა. კომპანიამ ბოლო წლებში წარმოება გააფართოვა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი და ვიეტნამი.

ჩინეთიდან წარმოება ტაილანდში გადაიტანა Sony-მ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია Apple პროდუქტების დიდ რაოდენობას ისევ ჩინეთში აწარმოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება სცადეს, ამან არ გამოიწვია აშშ-ში საწარმოების ზრდა. ახლა უკეთ ვხვდებით, რომ ამერიკის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა არ ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ საწარმოები, რომლებიც პროდუქტს საზღვრებს გარეთ იაფად აწარმოებენ, უკან(აშშ) არ დაბრუნდებიან, უმეტესობა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ომები ამერიკულ კომპანიებს სამშობლოში ვერ აბრუნებს, სულ მცირე ჩინეთს ბაზრის აზიაში გადასროლით აყენებს ზიანს. ჯერ კიდევ Nikkei-ს ივლისის მონაცემებით, ამერიკული კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა HP და Dell, შესაძლოა პროდუქტის 30%-ის წარმოება სამხრეთ აზიაში აწარმოონ. ასევე იაპონური Nintendo გეგმავდა პროდუქციის ვიეტნამში გატანას.

აღსანიშნავია,რომსავაჭროომებმაჯერკიდევზაფხულში მიაყენა დიდი ზიანი ჩინურ ეკონომიკას, როცა მისი ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში 6.2%-ით შემცირდა და ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტ ნიშნულს მიაღწია.

ამჟამად ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება Covid-19-მა გამოიწვია. გთავაზობთ EPRC-ის კვლევის ამონარიდს:ჩინეთისსაბაჟოადმინისტრაციისმიერგავრცელებულიმონაცემებისმიხედვით,ბოლოორითვისგანმავლობაში,ჩინეთისსაგარეოვაჭობა11%-ითშემცირდა(17.2%-ითშემცირდაექსპორტი,ხოლოიმპორტიმხოლოდ4%-ით).მნიშვნელოვნადშემცირდაჩინეთისვაჭრობამისუმსხვილესპარტნიორებთანაც:ევროკავშირთან(14.2%),აშშ-სთან(19.6%)დაიაპონიასთან(15.3%).აღსანიშნავიაისიც,რომუკანასკნელიორითვისმონაცემებით,ჩინეთისსაგარეოვაჭრობამ$7.09-მილიარდიანიდეფიციტიდააფიქსირა. ჩინეთისეროვნულისტატისტიკისმონაცემებისმიხედვით,თებერვლისთვეშიჩინეთისწარმოებისინდექსი(PMI) 14.3ნიშნულითდაეცა.

აზიისგანვითარებისბანკისპროგნოზისმიხედვით,ჩინეთისეკონომიკასCOVID-19-ისეპიდემიაყველაზეუარესშემთხვევაში$42-მილიარდიდაუჯდებადამშპ-იზრდისტემპი1.74%-ითშემცირდება.უფრონეგატიურშედეგებსელოდებიანრაბობანკის"ანგარიშში,რომლისმიხედვითაცჩინეთისეკონომიკისზრდა2.4%-მდეშემცირდება,ნავარაუდევი5.7%-იანიზრდისნაცვლად

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25ფრაზა,რომლებმაცშემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

SPECIALTY ყავის ბიზნესი – სიახლე რესტორატორი ანტრეპრენერებისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ კარლოს ედუარდო ბითენქორთთან -CAFEZAL MILANO-დამფუძნებელთან და მმართველ დირექტორთან