სანერვიულო არაფერია - თიბისი დაზღვევასანერვიულო არაფერია, თუ იმას აპირებ, რაც გულზე გეხატება, თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ან თუნდაც, ერთი სული გაქვს დრო მოვიდეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანერვიულო არაფერია, თუ იმას აპირებ, რაცგულზე გეხატება, თუჩიტი ბრდღვნად ღირს, ან თუნდაც,ერთი სული გაქვს დრო მოვიდეს- ეს თიბისი დაზღვევის ახალი საიმიჯო კამპანიის მოტივია.

კამპანიის მთავარი რგოლი მხატვრულად გაცოცხლებულიქართული იდიომების კოლაჟსწარმოადგენს, რომელშიც თითოეული ნამუშევარი სხვდასხვა ქართველ არტისტსა და სტუდიას ეკუთვნის.

ეს იდიომები დიდ მიზნებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ ცხოვრების მაქსიმალურად შერგების მძაფრ სურვილის აღწერენ. იდიომა ხომ სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა სიტყვებს ვერ ვუძებნით ძლიერ სურვილებსა თუ აღფრთოვანებებს, რომლებიც ჩვენში შემოაღწევს ხოლმე და მოსვენებას არ გვაძლევს, რაღაცის შექმნის, ახალი გამოცდილების მიღებისა და, რაც მთავარია, პროგრესის სურვილს გვიასმაგებს.

https://youtu.be/2aJ33ZvNnwE

თუ ცხოვრებისგან მეტის მიღება გსურს, დიდი გზის გავლა მოგიწევს, რომელზეც უამრავი მოულოდნელი უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეს, თუმცათუ შენი მიზნისთვის ჩიტი ბრდღვნად ღირსდა იცი საით მიდიხარ, მაშინსანერვიულო არაფერია.

სადაზღვევო კომპანიის უმთავრესი ამოცანაც ხომ სწორედ ეს არის, ცხოვრებაში შეფერხებებისგან დაგაზღვიოს, შეგარგოს ყოველდღიურობა, საჭირო მომენტში გითხრას, რომ"სანერვიულო არაფერია"და, ამგვარად, გზის გაგრძელების საშუალება და მოტივაცია მოგცეს.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ