"სახალხო აფთიაქი" - საუბნო ზრუნვის მისიითსაუბნო კონცეფციის თანახმად, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„სახალხო აფთიაქი" ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. დღესდღეობით „სახალხო აფთიაქის" წლიური ბრუნვა 6 მილიონი ლარს შეადგენს. თუმცა, კომპანია მიზნად ისახავს, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში რამდენჯერმე გაზარდოს.

„სახალხო აფთიაქი"საინვესტიციო კომპანიასინერჯი კაპიტალისპორტელს 2018 წელს შეუერთდა. პარტნიორობის ფარგლებში, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიკვეთა „სახალხო აფთიაქის" საუბნო კონცეფციის განვითარება, რაც დღესდღეობით კომპანიის უმთავრეს ნიშას წარმოადგენს.

საუბნოკონცეფციისმიხედვით,,სახალხოაფთიაქის”ფილიალები ისეთ ადგილებში იხსნება, სადაც 1 კილომეტრის რადიუსში 2000 ოჯახამდე ცხოვრობს. ასეთი ლოკაციები შეიძლება იყოს: დიდი სოფლები, რაიონული ცენტრები, საზღვრისპირა ქალაქები და დიდი ქალაქების ე.წ. საძილე უბნები.

ტიპური აფთიაქებისგან „სახალხო აფთიაქი" საუბნო კონცეფციით განსხვავდება, რაც რამდენიმე მიდგომაში გამოიხატება: აფთიაქების ლოკაციები; თანამშრომლები და მათი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ; ასორტიმენტი; გაყიდვების მიდგომები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბნო აფთიაქების მართვაში წამყვანი როლი აქვთ თავად აფთიაქის მენეჯერებს, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდება კონკრეტულ ფილიალს წარმატებული მუშაობისთვის.

საუბნო კონცეფციის თანახმად, თანამშრომლებს შესაძლებლობააქვთ,რომ მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელს, ყურადღებით მოეკიდონ მათ ჯანმრთელობას, გასცენ კვალიფიციური სამედიცინო და არასამედიცინო რჩევები და არ შემოფარგლონსტანდარტული მიდგომებით, რაც მხოლოდმედიკამენტების გაყიდვასა და პრომოციას გულისხმობს.

მომხმარებლებთან ახლო, არაფორმალური, მეგობრული ურთიერთობების აწყობა მათ ლოიალობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც უბანში მოსახლეობას გრძელვადიანად აკავშირებს აფთიაქთან. მომხმარებლებს უჩნდებათ ნდობა აფთიაქის თანამშრომლების მიმართ და მენეჯერებს აღიქვამენ სანდო ადამიანებად,ვისაცშეიძლებამიმართონჯანმრთელობასთან დაკავშირებულიკითხვითდა მოისმინონ მათგან კვალიფიციური რჩევები." - განმარტავს თამარ ჯაბუა, „სინერჯი კაპიტალის" პარნიორი, ,,სახალხო აფთიაქის" სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

„სახალხო აფთიაქში" გაყიდვების მიდგომები და მეთოდებიც არასტანდარტულია. აფთიაქის მენეჯერებისა და ფარმაცევტების ჩართულობით ყოველკვირეულად იგეგმება უბანში მცხოვრები სხვადასხვა სეგმენტისთვის (ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, მშობლები, მასწავლებლები და ა.შ) საჭირო და აუცილებელი შეთავაზებები. ინფორმაციის გავრცელებაში კი ჩართულნი არიან აფთიაქზე მიმაგრებული გაყიდვების მენეჯერები.

აღსანიშნავია, რომ „სახალხო აფთიაქის" ქსელი თავისი კონცეფციით ავსებს ბაზარზე არსებულ სიცარიელეს და ის არ არის კონკურენტი მაგისტრალური - მაღალ ნაკადებზე მომუშავე დიდი აფთიაქებისთვის.

კითხვაზე - თუ როგორ სრულდება „სახალხო აფთიაქის" სტრატეგია და როგორ ვითარდება კომპანია, „სინერჯი კაპიტალში" ასე გვპასუხობენ:დღესსახალხო აფთიაქს"აქვს 50-მდე აფთიაქი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის8თბილისში.იგეგმება საუბნო კონცეფციის ფარგლებში ქსელის გაფართოება და მომავალი წლისთვის ჯამურად 100-მდე აფთიაქის ქონა.

ქსელის გაფართოებასთან ერთად,ვმუშაობთ საუბნო კონცეფციის ფარგლებში უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი ბენეფიტებისა დაზრუნვიგამოხატვისშესაბამისი პროექტების განხორციელებაზე:ინერგება სახალხო აფთიაქის ლოიალობის ბარათები ოჯახებისთვის; უბანში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც რეგულარულადჭირდებათ სააფთიაქე პროდუქტები - მათთვის წამლების სისტემატურად უსასყიდლოდ მიტანის სერვისი;და სხვ.

დღეს უკვე რამდენიმე აფთიაქსყავს მიმაგრებული ექიმი, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა უბანში მცხოვრებ ხანდაზმულებთან მოკითხვისა და სასარგებლო რჩევების მიცემის მიზნით."

გარდა აღნიშნული პროექტებისა, „სახალხო აფთიაქს" კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს და, თავისი კონცეფციის ფარგლებში, განაგრძობს განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია