საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით, საქართველოში პირველად, ახალგაზრდა მეწარმეთა ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა, რომელიც გულისხმობდა ფიზიკური გამოფენისა და ვირტუალური B2B შეხვედრების კომბინირებულ რეჟიმში წარმართვას.

ღონისძიებაზე შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წარმოდგენილი იყო 15 მეწარმე რომლებიც დევნილ ან კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წარმოადგენენ და საზღვრისპირა ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მათ წარმატებით დაასრულეს პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაარსებული „სამეწარმეო სკოლა", რისი დახმარებითაც შეძლეს საკუთარი საქმის წამოწყება, განავითარეს და დახვეწეს თავიანთი ბიზნესები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ხელნაკეთი ნივთების წარმოება, ტურისტული სააგენტო, ესთეტიკის ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტი და ჩირის საწარმო.

ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეების მონაწილეობით გაიმართა გამოფენა, რის შემდეგაც ვირტუალურ რეჟიმში შედგა B2B შეხვედრები. თითოეული მეწარმე შეხვდა საკუთარი პროდუქციით დაინტერესებულ სხვადასხვა კომპანიას. შედეგად, ფორუმის მონაწილე 51 კომპანიასთან მიღწეულ იქნა 80 შეთანხმება და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

„საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ ზოგადად ახალგაზრდების სამუშაო ადგილების ნაკლებობა კარგად არის დაბალანსებული ახალგაზრდული მეწარმეობით და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამ ფაქტს კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს ანალოგიურ ქვეყნებში 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დასაქმებულთა დაახლოებით 5% მოდის მეწარმეზე, მაშინ როცა საქართველოში მხოლოდ 1% წარმოადგენს მეწარმეს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს დღევანდელი ფორუმი და პროექტი, რომლის უნიკალურობა მდგომარეობს მის დიზაინსა და მეთოდოოგიაში. ჩვენ დასაწყისშივე მთავარი აქცენტი გავაკეთეთ დამწყები მეწარმეებისათვის ყველაზე მთავარის – ცოდნასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების – მიწოდებაზე. მოგვიანებით კი დავიწყეთ ამავე მეწარმეების დახმარება ფინანსური რესურსების მოზიდვასა და პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში," – აღნიშნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ფორუმის მსვლელობისას.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში" პროგრამების მენეჯერმა ნინო სამველიძემ, „ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)" პროექტების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ და „ახალგაზრდობის სააგენტოს" ხელმძღვანელის მოადგილე ქრისტინა კაპანაძემ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო „კონსიერჟ თბილისის" მიერ.

ნახეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო:

პროექტი——“ევროკავშირიახალგაზრდებისთვის——ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" – იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტსსაქართველოში ახორციელებსგანათლებისგანვითარების დადასაქმებისცენტრი(EDEC)და ლტოლვილთადანიის საბჭო(DRC),ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ლიდერობა

ლიდერი უნდა იყოს...

"ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."