საქართველოში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 31 ოქტომბერს პირველი ჰიბრიდული WEB3 კონფერენცია ჩატარდება მთაწმინდაზე სფეროში, ხოლო მათ ვისაც სახლში ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ სურთ, შესაძლებლობა ექნებათ, ღონისძიებას მეტავერსში დაესწრონ, სადაც რეალური სამყაროს ტიპის ინტერაქციის საშუალება ექნებათ. ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან: WEB3 Conference - ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც 4 ქართველი სპიკერი: CRYPTX/CRYPTAL-ის საბჭოს წევრი - გიორგი გვაზავა, Arena Games-ის COO - მარიე გიორგობიანი, WEB3/Blockchain დეველოპერი - ნიკა ასათიანი და C25-ის CPO ნიკა გელაშვილი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებენ WEB2-დან WEB3 სამყაროში აღმოჩენის შესახებ.


ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ
ნეთვორქინგის,დარგისლიდერებთან საინტერესო იდეების გაცვლის და სფეროს 3დ
ვიზუალების დათვალიერების.


ღონისძიებაზე მეტავერსში უფასოდ დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია -
forms.gle/SmLGMpRzPL7AgikR8
რეალურ სივრცეში დასასწრები ბილეთების შეძენა, შესაძლებელია tkt.ge-ზე -
https://tkt.ge/event/318171/moving-to-web3

ღონისძიების ლინკი - https://www.facebook.com/events/1081672582491630/?ref=newsfeed

Moving to WEB3 ღონისძიების ორგანიზატორია Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან Noxtton, Eteam, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA, Binance, ხოლო მეტავერს პარტნიორია MetaViu.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ