საქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიების სააგენტოს 2020 წლის ანგარიში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

საქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ 2020 წლის ანგარიში ონლაინ რეჟიმში წარადგინა. ავთანდილ კასრაძემ წინა წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა.

COVID-19 პანდემიის პირობებში სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა და უზრუნველყო სწორედ ახალი გამოწვევების საპასუხოდ, სხვადასხვა ინიციატივებისა და ჰაკათონების მეშვეობით შექმნილიყო ისეთი პროდუქტები, როგორიც არის: MIZ-Mask - მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი, რომელმაც წარმატებული ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მიიღო პატენტი საქართველოში. ამ ეტაპზე კი ამერიკელი ,,ვენჩერ ინვესტორების" დახმარებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან, პროდუქტი წარედგინა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, კერძოდ ამერიკის თავდაცვის აპარატს.

ასევე, სააგენტოს პროტოტიპირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 5000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მოცულობა გაიზარდა 15000 ლარამდე და 2020 წლის განმავლობაში საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად გამოვლინდა 77 სტარტაპი, კერძოდ:

  • 2020 წელს, 15 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში 27 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს დაფინანსდება 25 პროექტი;
  • 2020 წელს, 100 000 ლარიან თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულია 40 სტარტაპი და 2021 წელსაც დაფინანსდება 40 სტარტაპი;
  • 2020 წელს, 650 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში 10 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს დაფინანსდება 10-მდე პროექტი.

საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეძლეს, აქედან 28 მილიონი ლარი სწორედ პანდემიის წელს, 2020-ში მოიზიდეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს.

სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი 500 Startups- ი. 30-მა სტარტაპმა 2020-2021 წელს გაიარა აქსელერაცია, რომლებმაც პირველი სამი თვის განმავლობაში 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხეს. საბოლოო ჯამში შეირჩა 4 ფინალისტი სტარტაპი, რომლებიც თავიანთ კომპანიებს, ინვესტორების წინაშე აშშ-ში, სილიკონ ველიზე 2021 წელს წარადგენენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა Stack-მა, რომელმაც 25 წლის მანძილზე პირველად შეიტანა ინოვაცია ინტერნეტისა და ვებ-აპლიკაციების გამოყენების მეთოდში, 850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია. ასევე ტექ ქრანჩმა სან ფრანცისკოში 500 Demo Day-ზე სთექი ყველაზე გამორჩეულ სტარტაპებს შორის დაასახელა.

ასევე, აქტიურ ფაზაში შევიდა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სააგენტო ქართულ სამეცნიერო ტექნოლოგიების ლიცენზირებაზე აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ ინდუსტრიულ პარტნიორებთან, როგორიცაა: Airbus helicopters, Naval Group, Urgo და სხვები.

2020 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაიწყო 3000 აიტი პროფესიონალის გადამზადების საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კურსს საქართველოს 600-მდე მოქალაქე გადის. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც აიტი კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ყიდიან თავიანთ პროდუქტს, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ, ხოლო ქონების და დღგ-ს გადასახადი განულდა. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში შემოვიდა ორი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანია ეპამი და ექსადელი, რომელთაც საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაასაქმეს.

2020 წელს გაიხსნა სამი ახალი ტექნოლოგიური პარკი - ბათუმში, კასპსა და გურჯაანში.

2021 წელს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის 22 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და მთლიანობაში სააგენტოს პროექტები გააერთიანებს 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"