საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეებიგაიცანით YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა" USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ-ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19, რომელიც 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).

სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე 5 000 ლარს შეადგენდა. ასევე, შესაძლებელი იყო უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინსწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.

ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იდეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა მარიამ თურმანიძეს ეკუთვნის.

იგი ტანსაცმლის კონსტრუქტორი, ტექნოლოგი და დიზაინერია. პარალელურად, სადოქტორო დისერტაციას წერს სამოსში ფერის აღქმის თეორიაზე: „საზღვარგარეთ დანაზოგი მცირე თანხით გადავწყვიტე, დამეწყო საკუთარი ბიზნესი. რა თქმა უნდა, გეზი სპეციალობის მიხედვით ავიღე და დავაარსე „მარიკოს ატელიე". გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დავიწყე შეკვეთების მიღება. შემდეგ კი დაემთხვა პანდემია და მოთხოვნამ ახალი იდეები მიკარნახა − პიბადეების წარმოება.

იმისათვის, რომ მისი წარმოებული პირბადეები უსაფრთხო და სტანდარტზე მორგებული ყოფილიყო, მარიამმა რამდენიმე ნიმუში დაამზადა და შესამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანა, სადაც ყველა ნიმუშზე დადებითი შეფასება მიიღო და მიენიჭა ლიცენზია, რომლითაც იგი უზომოდ ამაყობს.

ფონდ”კრისტალის”პროექტში გამარჯვება მისთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი გახდა:„გამარჯვებისასმომეცაუდიდესისტიმული,მეტითავდაჯერებულობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჰაკათონის მიმდინარეობისას ჩატარებული ტრენინგებისკურსი უმნიშვნელოვანესიგამოცდილებაა. მსურს,კიდევერთხელგადავუხადომადლობაბატონარჩილბაკურაძესადაპროექტისმთელგუნდსგაწეულიშრომისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენუკვევმეგობრობთდა მემუდმივადმაქვსმათიმხარდაჭერის იმედი",− ამბობს მარიამი.

როგორცმრავალჯერადიმოხმარებისპირბადეებისმეწარმეგვეუბნება, პროექტში მონაწილეობის შემდეგ საწარმოს ცნობადობა გაიზარდა. მარიამს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკავშირდება უამრავი ადამიანი, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ კომპანია „სანტედან" მიღებული შეკვეთის შედეგად, მან 2 000 მრავალჯერადი მოხმარების პირბადე დაამზადა.

ამეტაპზე სამედიცინო ტექსტილის წარმოების გარდა, მარიამი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აქვს უამრავი შეკვეთა.

ვმუშაობსრულიშემართებით,მალევაპირებგავაფართოვოსაწარმოდადავასაქმომეტიადამიანი. მინდა გითხრათ, რომ „კრისტალის"მიერგაცემულითანხაიმმომენტშიუზომოდმნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,რადგანშევიძინემასალა,ასევესაწარმოოდანადგარი,რომელიცმუდმივადსაჭიროიქნება ჩემი საქმიანობისთვის.უნდააღვნიშნო,რომპროექტისგანმავლობაშიმომიწიაარაჩვეულებრივმენტორებთანმუშაობა.ცოდნა,რომელიცმათგანსრულიადუფასოდმივიღე,ყოველთვისგამომადგებაბიზნესშიც დაცხოვრებაშიც. ვისარგებლებშემთხვევითდაგანსაკუთრებულმადლობასგადავუხდისაოცარახალგაზრდებს,რომლებმაცჰაკათონის მონაწილეებსცოდნადაგამოცდილებაგაგვიზიარეს.ასევეყველას,ვინცამპროექტშიიღებდამონაწილეობას,ულევ წარმატებასვუსურვებ",− მარიამ თურმანიძე.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგანინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი