საქართველოს საბანკო ასოციაციამ და ლეო ინსტიტუტმა ერთობლივი ვორქშოპი გამართეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და ლეო ინსტიტუტმა ერთობლივი ვორქშოპი გამართეს თემაზე "რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამშრომელთა მაღალი ჩართულობის და ერთად მუშაობის კულტურის შესაქმნელად".ვორქშოპში მონაწილეობდნენ კომერციული ბანკების ადამიანურ რესურსების და მენეჯმენტის სხვა მიმართულებების წარმომადგენლები.

Gallup-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, თანამშრომლების 85%-ს არ უყვარს თავისი სამსახური. ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომელთა დიდი რაოდენობა ტოვებს სამსახურს. იგივე ტენდენციაა დაწყებულია სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც. ამ გამოწვევასთან ერთად ახალი თანამშრომლის აყვანაც რთული პროცესია.

"რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გაცილებით უფრო ბედნიერი და წარმატებული სამსახურში" - ამბობს ლეო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი გიორგი ბურჭულაძე.

საბანკო სექტორს დიდი ხანია დაწყებული აქვს მუშაობა ამ მიმართულებით. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და ამავდროულად ადამიანთა ჩართულობის ზრდისა და განვითარების კუთხით უპირობო, ინოვაციური ლიდერია.

"დღეს,მსოფლიოში რადიკალურადაა შეცვლილი დასაქმების ტენდენციები, ახალ თაობას კი ყველა სხვა თაობისგან განსხვავებული მოტივატორები და მისწრაფებები აქვს. ეს გლობალური ტენდენცია საქართგველოშიც თვალსაჩინოა, ჩვენ გვსურს უკვე დღეს ვიმუშავოთ გამოწვევებზე, სანამ ისინი პრობლემებად იქცევა", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

საქართველოს საბანკო ასოციაცია უერთდება ლეო ინსტიტუტის მოძრაობას ქვეყანაში თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად. ლეო ინსტიტუტს აქვს უნიკალური საერთაშოისო გამოცდილება, იცნობს ქართულ კულტურას და წლებია ეხმარება კომპანიებს ერთად მუშობის კულტურის შექმნაში და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს