საქართველოს ფოსტა და Georgian Airways ქართველი მეწარმეებისთვის"1 ლარი და 1 თეთრი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

„საქართველოს ფოსტა" და „ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებს სთავაზობენ კამპანიას − „1 ლარი და 1 თეთრი", რომლის ფარგლებში კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიტანონ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით. ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება, ხელი შეუწყოს ქართული წარმოების იმპორტს.

პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი" ფარგლებში, შემუშავებული იქნა სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ კილოგრამი ტვირთის ლარად და 1 თეთრად გაგზავნას. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურებისა და ავიაგადაზიდვის საფასურებს.

„საქართველოს ფოსტის" ტერმინალი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები აღჭურვილია საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალის 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და აეროდრომზე დამოუკიდებელი გასასვლელი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. კომპანიაში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები. 2018 წელს „საქართველოს ფოსტის" ტერმინალმა უზრუნველყო 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ექსპორტი.

„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დავეხმაროთ ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", − განაცხადა „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" არის ქართული კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის თვითმფრინავებით, როგორებიცაა: Boeing 737, Embraer და CRJ. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. „ჯორჯიან ეარვეისი" ყოველდღიურად საშუალოდ ახორციელებს 10 რეისს და 7500 ტონა ტვირთის გადაზიდვას, ხოლო თვის ჭრილში ახდენს 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს.

„ჯორჯიან ეირვეისი" კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას − არა მარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. „ჯორჯიან ეირვეისი", როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან", − განაცხადა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ