საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი განაგრძობს აგროსექტორის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით ქარელში 2 სათბური მოეწყო. მცირე მეწარმეს ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტონამდე ბოსტნეული მოყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 1 ჰა-ზე გაშენებული ორი სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს.

"საქართველოს ბანკის დახმარებით ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ასეთი ფინანსური ინსტიტუტი და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვითარდეთ. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ რეგიონი",- განაცხადა მცირე მეწარმემ, ზაზა იკოშვილმა.

"ჩვენ მუდმივად მხად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ამჯერად ქარელში კიდევ ერთი, რიგით მესამე სათბური გაკეთდება სულ მალე. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და მომავალშიც განვაგრძობთ აგრო სექტორის მხარდაჭერას",- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"