საქართველოსბანკისბიზნესმობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა.

  • ამიერიდან ახალი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი;
  • როგორც ციფრული, ასევე პლასტიკური ბიზნესბარათის დაბლოკვა და განბლოკვა, ფილიალში მისვლის გარეშე, უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი;
  • გამარტივდა ბიზნესბარათის პინკოდის შეცვლის პროცესი - მისი შეცვლა ამიერიდან მობილბნაკში, ბარათების დეტალებიდანაა შესაძლებელი, ახალ პინკოდს კი მომხმარებელი SMS-ის სახით მობილურის ნომერზე მიიღებს;
  • სხვადასხვა პროვაიდერთან დარიცხული დავალიანების ერთიანად ნახვა და გადახდა, როგორც პირდაპირ მენიუში, ასევე გადახდებისა და გადარიცხვების გვერდზეა შესაძლებელი;
  • გადარიცხვების შესრულება უკვე მარტივად, პირადი ნომრით ან საიდენტიფიკაციო კოდითაა შესაძლებელი

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://fb.watch/dczp9VOEb2/

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს. დღეს ბიზნესის წარმატებას დიდ წილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელს. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს", - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ქალი ანტრეპრენერი

თამო ვაშალომიძე - თამოსკინი

მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა "თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებების ხაზი

სიახლეები

როგორ დავიწყოთ სტარტაპი?

ახალი ტრენინგ-სერია "მედიალაბისგან"