საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''ვერონამ'' ახალი შოურუმი მოაწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გახსნილმა ავეჯის სახლმა „ვერონამ" ახალი შოურუმი მოაწყო. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17.5 მილიონი ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3 მლნ. ევროს შეადგენს.

შოურუმი სამ სართულზე გაშლილ 6 000 კვმ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, სადაც იტალიური წარმოების საოჯახო ავეჯი, სამზარეულო, განათება, დეკორაციები და აქსესუარებია წარმოდგენილი.

შოურუმის არქიტექტურასა და ინტერიერზე, ასევე, შენობის პროექტირებაზე იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობდნენ. შენობას საფუძვლად მწვანე კონცეფცია დაედო, რომელიც სრულად მოერგო არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს. შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად ქართული ბუნებრივი ქვა შეირჩა. შოურუმის შესასვლელი თაღი კი ქართველი მხატვრების მიერ მოიხატა, რაც შენობის ექსტერიერის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

“ჩვენიამბავი2013წელსიწყება,როდესაცავეჯისსფეროში თხუთმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ავეჯის სახლი დაგვეარსებინა. გვინდოდა ქართველი მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომ ფასად, ერთ სივრცეში თავმოყრილი ყოფილიყო ყველა ის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი, რაც საჭიროა სახლის, ოფისისა თუ სასტუმროს მოსაწყობად. წლების განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდები და ვანახლებდით თქვენთვის მზრუნველობით შერჩეულ დიზაინერულ კოლექციებს. შედეგად, დღეს ვერონას შოურუმში წარმოდგენილია იტალიური ხარისხის მისაღები ოთახის გარნიტურები, საძინებლები, რბილი ავეჯი, სამზარეულოები, გარე ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურობასა და ქმნის უსაზღვრო კომფორტის განცდას"- აცხადებს კომპანიის დირექტორი, ლევან სანიკიძე.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა და გაძლიერდა. მიგვაჩნია რომ სწორედ ასეთი, განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, გაძლიერდეს კერძო სექტორი და გაჯანსაღდეს ეკონომიკა",- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

Wavy Line

Related Topics

მენეჯმენტი

სტრესთან გამკლავება - ელენე ოთარაშვილი

21-ე საუკუნის ადამიანის გზა პერფექციონიზმისკენ

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია