საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საწყის ეტაპზე ობიექტზე დასაქმდება 8 თანამშრომელი, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა 110,000 დოლარს შეადგენს. ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60,000 ევროა.

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას. კერძოდ, აბაშაში სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში",- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი