საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილიაკონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბა

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას" ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას" პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ:

ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი

მაია ბადრიძე, მთარგმნელი

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი/მთარგმნელი

ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი

ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი.

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

  1. საუკეთესორომანი- „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა", ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. საუკეთესოპოეტური კრებული -„სიყვარულის შავი ყუთი 3", ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და „დიდი სმა", ბესიკ ხარანაული (ინტელექტი)
  3. საუკეთესოპროზაული კრებული- „გასეირნება დროთა სივრცეში", მამუკა დოლიძე (ინტელექტი)
  4. საუკეთესოპიესა -„მარინა რევია", ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი)
  5. საუკეთესოლიტერატურული კრიტიკა- „პოეტიკური ჩანაწერები", რამაზ ჭილაია (პალიტრა L)
  6. საუკეთესოლიტერატურული დებიუტი -„მშვიდობით, ძია გერშვინ", მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში)
  7. საუკეთესოესეისტიკა და დოკუმენტური პროზა -„თუ საჭიროა, გათქმევინებთ", შორენა ლებანიძე (არტანუჯი)
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესოქართული თარგმანი -ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თვგადასავალი", ელზა ახვლედიანი (არტანუჯი)
  9. ქართულ ლიტერატურაში შეტანილიგანსაკუთრებული წვლილისთვის -ბათუ დანელია, პოეტი, მთარგნელი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა" თიბისიმ და რატიმ ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ" ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა" გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ