რა არის Europcar და რა მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Europcar Georgiaავტო გაქირავების კომპანიაა, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან Europcar international-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

კომპანია სამ ძირითად სერვისს სთავაზობს მომხმარებელს:ავტომობილის დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.

დღიური გაქირავების სერვისი მოიცავს სასურველი, ნებისმიერი ტიპის ავტომობილის შერჩევას, დაზღვევას, პარკინგს, პერსონალურ მენეჯერს, საჭიროების შემთხვევაში საზღვრის კვეთის ნებართვას და ტექნიკურ დახმარებას 24/7-ზე. სერვისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე, რაც გარანტია მგზავრების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისა.

ავტომობილის დღიური გაქირავების სერვისი, ორი მიმართულებით ფუნქციონირებს: პირველი, ეს არის ტურისტული მიმართულება და მეორე მიმართულებას წარმოადგენს ადგილობრივი მომხმარებელი.

ტურიზმის მიმართულებით კომპანია მოწინავე პოზიციებს იკავებს, ვინაიდან Europcar-ის სახელი გამოირჩევა გამოცდილებითა და სანდოობით, შესაბამისად საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც კომპანია ჩვეულ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, ამიტომ უმეტესი ნაწილი ირჩევს Europcar Georgia-სთან თანამშრომლობას.

კომპანიის უპირატესობას წარმოადგენს ასევე საქართველოს რელიეფზე მორგებული ავტომობილებით, დაკომპლექტებული ავტოპარკი, რომელიც გამოირჩევა სანდო და უსაფრთხო ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანით, როგორც ინტერიერისა და ექსტერიერის თვალსაზრისით ასევე ტექნიკური შესაძლებლობებითაც.

ადგილობრივი მიმართულებით კი დღითიდღე იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომელიც საკუთარ კომფორტსა და უსაფრთოხებას ანდობს Europcar Georgia-ს. იღებენ უახლესი ავოტომობილების მართვის გამოცდილებას და არ ფიქრობენ ტექნიკურ დეტალებსა და ავტომობილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ვინაიდან ამ ყველაფერზე სრულ პასუხისმგებლობას თავად კომპანია იღებს.

Europcar-ი მომხმარებელს სთავაზობს TOYOTA-ს, MAZDA-ს, VOLVO-სა და სხვა ბრენდის ავტომობილების, როგორც პრემიუმ კლასის, ისე ბიზნეს კლასის, მსუბუქი და 4x4-ზე მაღალი განმავლობის მოდელებს. შესაბამისად, Europcar Georgia აკმაყოფილებს ნებისმიერი ადამიანის სურვილსა თუ მოთხოვნებს და წარმოადგენს საიმედო თანამგზავრს ნებისმიერ სიტუაციაში. მანქანის ქირაობა მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს