ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენცია კავკასიის რეგიონში Touch Summit დიდი გეგმებით ბრუნდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო სამიტი Touch Summit გაიმართება.

ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.

No photo description available.

კონფერენცია იყოფა ორ მთავარ ნაწილად:
1. სემინარები და ვორქშოპები
2. Ნეთვორქინგ სესიები

ამ გზით, მონაწილეებს შეუძლიათ არამხოლოდ ისწავლონ ერთმანეთისგან, არამედ დაუკავშირდნენ დამსწრეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ინდუსტრიებიდან.

No photo description available.

Სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით:Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt,Adobe, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა.

სპიკერების სრული სია:https://touch.ge/summit/speakers

No photo description available.

TOUCH22-ის მთავარი თემებია:

- Tesla AI-ზე დაკვირვება

- კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება

- ფოკუსი დესტრუქციებზე. Როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?

- მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა.

- "Human Machine Interface" - წარსული, აწმყო, მომავალი

- ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები

- მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა

- "Fast and Furious" - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?

- ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში

- საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს

- "Reverse Engineering"-ის გაცნობა and iOS სისტემის უსაფრთხოება

- მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია

- კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში

- "Oops-My Office is Gone" ბედნიერება სამსახურში

- "Design Thinking" - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია

- "Behavioral Science" - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში

No photo description available.

ვინ უნდა დაესწროს?

სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნესი, დეველოპერები, მარკეტერები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, სტუდენტები, ინოვატორები და მაძიებლები.

No photo description available.

"Early Bird" ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე -https://touch.ge/summit/tickets

კონფერენციის მხარდამჭერები და მედია პარტნიორების სია იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე:https://touch.ge/summit/partners

მეტი დეტალებისთვის გაყევით ბმულს -https://www.facebook.com/touch.ge

ივენთის ფბ გვერდი:https://www.facebook.com/events/669151284730909

მედიისა და პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: natia@touch.ge

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"