მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები უკვამლო მომავლისთვის

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებმა და რეგულაციების განვითარებამ საზოგადოებას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად შეამციროს ის უარყოფითი შედეგები, რაც მავნე ჩვევებს პოტენციურად მოაქვს. ამ პროცესს, რომელსაც "ზიანის შემცირებას" ვუწოდებთ, შეუძლია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჩვენი არჩევანის ზეგავლენა საზოგადოებასა და გარემოზე. მაგალითად, ელექტრომანქანებს ადამიანები A-დან B პუნქტში გადაჰყავს სწორედ ისე, როგორც ბენზინზე მომუშავე წინამორბედ სატრანსპორტო საშუალებებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, გამოჰყოფს ნაკლებ გამონაბოლქვს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე.

დღევანდელი გარემო მუდმივად იცვლება, აქედან გამომდინარე, მზარდი ინოვაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიის უწყვეტი განვითარებისთვის. უამრავი კომპანია ათწლეულების წინ არსებულ ბიზნეს მოდელებს იყენებს და ვერ აღწევს თავს ორგანიზაციის მემკვიდრეობასა და ისტორიას. ამის კვალდაკვალ, კომპანიებმა, რომლებმაც შეძლეს და დაარღვიეს ერთ დროს გაბატონებული ტრადიციები, სწრაფად წაართვეს ბაზრის წილი ყველაზე პრესტიჟულ ბრენდებსაც კი.

21 -ესაუკუნეკაცობრიობასგასაოცარისისწრაფითუბიძგებს წინ. ხშირად ისე სწრაფადაც კი, რომ შეუძლებელია გააანალიზო, რა ზეგავლენას ახდენს განვითარება საზოგადოებაზე. სხვადასხვა სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უამრავი კონკურენტუნარიანი კომპანია არსებობს, რომელიც განსაცვიფრებელი ტემპით იზრდება და საჭიროებს მეტ ინვესტირებას, ექსპერიმენტსა და ახალი ტექნოლოგიების/მიდგომების განვითარებას. ანალოგიურად, სწორედ ინოვაციამ განაპირობა მეცნიერულად დასაბუთებული, კვამლისგან თავისუფალი პროდუქტების შემუშავება, რომელსაც აქვს პოტენციალი, ნაკლებად მიაყენოს ზიანი ზრდასრულებს, რომლებიც, ახალი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, სხვაგვარად განაგრძობდნენ მოწევას.

გასულ შაბათს, ქართული მედიის წარმომადგენლებს "ფილიპ მორის ჯორჯიამ" უმასპინძლა, სადაც PMI-ის საერთაშორისო კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ტომასო დი ჯოვანიმ, გაგვიზიარა საკუთარი შეხედულება ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების დანიშნულებაზე უკვამლო მომავლის შექმნაში:

"რაცუფრომეტადდავაინტეგრირებთზიანისშემამცირებელპროდუქტებსჩვენსყოველდღიურცხოვრებაში,მითმეტსარგებელსმოვუტანთინდივიდებს,საზოგადოებასადაგარემოს",- ხაზგასმით აღნიშნა ტომასო დი ჯოვანიმ.

თამბაქოს სფეროს გიგანტი, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" (PMI) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომლისთვისაც ინოვაციები უკვამლო მომავლის შექმნაში მთავარ მამოძრავებელი ძალას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღესდღეობით, მილიარდზე მეტი მწეველია და სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩება. თუმცა, PMI თვლის, რომ ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ტომასო დი ჯოვანი განმარტავს -"ამჟამინდელიზრდასრულიმწეველებისთვისსაუკეთესოგადაწყვეტილებათამბაქოსადანიკოტინისმოხმარებისშეწყვეტაიქნება,მაგრამამისსაპირისპიროდ,მათიუმეტესობაუბრალოდგანაგრძობსმოწევას.ისადამიანებიკი,რომლებიც,განსხვავებულიშესაძლებლობისშემთხვევაში,სხვაგვარადგანაგრძობდნენმოწევას,იმსახურებენწვდომასადაინფორმაციასმოწევისეფექტური,მეცნიერულადდასაბუთებული,ალტერნატივებისშესახებ.სწორედამმიზნით, 2008წლიდანდღემდეPMI-9მილიარდდოლარზემეტიინვესტიციაჩადომეცნიერულადმხარდაჭერილი,უკვამლოალტერნატივებისკვლევასადაგანვითარებაში".PMI-ის გუნდს ღრმად სწამს, რომ უკვამლო მომავალს უფრო სწრაფად მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ჩართული მხარე ეფექტურად შეასრულებს საკუთარ როლს. ამ გზაზე მთავარი გასაღები თანამშრომლობა და გამჭვირვალობაა. ტომასო დი ჯოვანის აღნიშვნით, იმისათვის, რომ უკვამლო მომავალი რეალობად იქცეს, მჭირდროდ უნდა ითანამშრომლონ მეცნიერებმა, მთავრობამ და ჯანდაცვის ექსპერტებმა."არსებულიმცდელობები,წავახალისოთისადამიანები,რომლებიცმოწევასწყვეტენ,უნდაგაგრძელდეს.თუმცა,უნდააღინიშნოს,რომთუკიამმიდგომებსდავამატებთთამბაქოსზიანისშემცირებისკენმიმართულსტრატეგიებს,მნიშვნელოვანნაბიჯებსგადავდგამთმოწევისშემცირებისკენ.იმშემთხვევაში,თუიარსებებსმოწევისუკეთესი,ალტერნატიულიგზებიდასაკმარისირაოდენობისმწეველებიისარგებლებენაღნიშნულისიახლით,ჩვენუფროსწრაფადშევძლებთ,მივაღწიოთ,მნიშვნელოვანეტაპსგლობალურიკეთილდღეობისსაკითხებში-მსოფლიოსიგარეტისგარეშე", -აღნიშნავსტომასოდიჯიოვანი.

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"