Noxtton-ის განვითარების ახალი ეტაპი2020 წლის ანგარიში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წლისბოლო საუკეთესო დროა გასული წლის შეჯამებისა და მომავალი წლის გეგმების დასახვისთვის. ამ თვალსაზრისით, 2020 წელი განსაკუთრებულია, რადგან ყველასათვის მოულოდნელმა გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მოცემულობა, კომპანიების უმრავლესობას სწრაფად გადაწყობა და ახალ რეალობასთან ადაპტირება დასჭირდა, რაც არ იყო მარტივი პროცესი. თუმცა, როგორც კრიზისულ პერიოდებს ახასიათებთ, 2020 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ბევრი ახალი რამ გვასწავლა. ENTREPRENEURNoxtton-ის დამფუძნებელს გივი ჩხარტიშვილს დაუკავშირდა და ჟურნალის მკითხველისთვის გასული წლის შეჯამება და მომავალი გეგმების გაზიარება სთხოვა.

როგორდაიწყოკომპანიისთვის2020წელი?როგორაისახაპანდემიათქვენზე?რასირთულეებიშეგექმნათ?

2020 წელი, ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, მოულოდნელობებითა და სირთულეებით იყო აღსავსე, მაგრამ ამ წელს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში მაინც ვერ განვიხილავთ. მიკრო და მაკროეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, შევძელით ბაზარზე ნავიგაცია და არა მხოლოდ ბიზნესაქტივების შენარჩუნება, არამედ წინსვლა და განვითარება.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც „კოვიდ"- ტრანსფორმაციის პერიოდში შეიქმნა, ალბათ საკომუნიკაციო არხებსა და მოვლენებს უკავშირდება. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც წარმოადგენენ ზომით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციებს, გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე, რისთვისაც არც ტექნოლოგიური და არც ორგანიზაციული მზადყოფნა, უმეტეს შემთხვევაში, არ ჰქონდათ.

ამ ყოველივემ განაპირობა ასიმეტრიული ინფორმაციისა და არასინქრონიზებული პროცესების გაჩენა, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორმოახდინეთრეაგირებაპანდემიითგამოწვეულრთულმდგომარეობაზე?ბიზნესპროცესი,წარმოება/მომსახურება,ადამიანებისმენეჯმენტი...

ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია პანდემიის დაწყებამდეც ჰიბრიდული − ნახევრად დისტანციური ორგანიზაციული მოდელით ოპერირებდა და საერთაშორისო ოფისებთანაც ასეთივე კომუნიკაცია გვქონდა აწყობილი, ორგანიზაციული თვალსაზრისით პრობლემები არ შეგვქმნია.

თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან და კლიენტებთან სხვადასხვა ციფრული არხის, ხელსაწყოებისა და პაკეტების ინტეგრაციის შედეგად, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა იყო.

ზოგადად,როგორშეაჯამებდით2020წლისბიზნესსაქმიანობას?როგორიშედეგებითასრულებთწელს?შეასრულეთწლისდასაწყისშიდასახულიგეგმები?თუარა,აპირებთგადახედოთმთავარინდიკატორებსმომავალიწლისთვის?

2020 წელს ჩვენი ორგანიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შევძელით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობის ჩამოყალიბება და ნდობის მოპოვება.

ამავდროულად,გაიზარდასამუშაოგუნდიდამოგვეცაშესაძლებლობა, საერთაშორისო მასშტაბით გაგვეხორციელებინა შედარებით მასშტაბური პროექტები. შევასრულეთ 30-ზე მეტი დამოუკიდებელი პროექტი, გავზარდეთ ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ არსებული სოციალური აუდიტორიების რიცხვი 500 000-დან 4 500 000 ადამიანამდე.

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, დავიწყეთ ახალი ციფრული პროდუქტების შექმნაზე მუშაობა, რომელიც ვფიქრობთ უნიკალური იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად.

როგორიაკომპანიისგეგმებიახალ, 2021წელს?

2021 წელს ვემზადებით ორგანიზაციული ზრდისთვის და განვითარებისთვის. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენთან თანამშრომლობით.

დამატებით, 2021-ში, Noxtton პირველად გააკეთებს საკუთარი ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების პრეზენტაციას და ხელმისაწვდომს გახდის როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ლიდერები გავხდებით რეგიონული მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში ყალიბდება დიზაინის ახალი გუნდი, რომლის მიზანია, შექმნას უნიკალური ვიზუალური გამოცდილება და ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მოახდინოს მისი წარდგენა.

საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანი და მოწოდება კვლავ კრეატიული და პროფესიონალი ადამიანების გუნდში მოზიდვაა და ვფიქრობთ, ეს ჩვენი განვითარებისა და წარმატების საწინდარია.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

მარკეტინგი

პროდუქტის მარკეტინგის 5 სტრატეგია, რომელიც მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს

მოძებნეთ ბალანსი, თუ როდის უნდა მიენდოთ მონაცემებს და როდის გარისკოთ