Noxtton-ი მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის "Community პარტნიორი" გახდა

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

DataFest Online მონაცემებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც მონაცემებით დაინტერესებულ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროფესიონალებს სხვადასხვა ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს სთავაზობს.

წელს ფესტივალის, DataFest Online - All About AI, დისკუსიის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და საზოგადოებრივი სარგებლისთვის გამოყენება წარმოადგენს.

ღონისძიება 20-22 მაისს, ონლაინ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ფორსეტი, მთავარი პარტნიორები კი საქართველოს ბანკი და გრანტ ტორტონი არიან. ღონისძიების "community პარტნიორი" წელს ტექნოლოგიური კომპანია Noxtton გახდა.

Noxttonდიდმნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ შეხვედრებსა და ღონისძიებებში, მართავს ვებინარებსა და ონლაინ სესიებს. ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის ციფრული პროფესიებით დაინტერესებასა და ამ მიმართულებით მათ განვითარებას.

სწორედ ამიტომ, Noxtton მხარდაჭერას უცხადებს DataFest Online-ის ფესტივალს, რომელიც მონაწილეებს მსოფლიო დონის სპიკერებთან და ტრენერებთან შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

"ტექნოლოგიური ღონისძიებები და ფესტივალები ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი ინტერესით სარგებლობს ქართველ ახალგაზრდებში. იზრდება დაინტერესება ციფრული პროფესიებით, ციფრული სამყაროს შესაძლებლობებისა და პოტენციალით. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს შორის ცნობიერების ამაღლებას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ტექნოლოგიური სფეროს განვითარების პროცესში", - განაცხადა Noxtton-ის კორპორატიული მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიამ ბოჭორიშვილმა.

"ხელოვნური ინტელექტი ყველა ინდუსტრიაში მზარდ როლს იკავებს და მნიშნველობა არ აქვს, რა პროფესიის ხართ, ის თქვენს საქმიანობაზეც მოახდენს გავლენას. Სწორედ ამიტომ გვინდა, რომ DataFest Tbilisi-ის ეს კონკრეტული გამოშვება მთლიანად ამ თემას - ხელოვნურ ინტელექტს - დავუთმოთ. ამით ხელს შევუწყოთ საქართველოსა და რეგიონის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს, მიიღოს ცოდნა, გამოცდილება და დაამყაროს პროფესიული კავშირები, რაც მათ წარმატების მიღწევას უზრუნველყოფს", - განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ნინო მაჭარაშვილმა.

ფესტივალის განრიგისა და სპიკერების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:datafest.ge

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი