"ნატახტარი ემბერი - 3 მარცვლის გემო" - შემოდგომის განსაკუთრებული სერია "ნატახტრისგან"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„ეფეს საქართველომ" მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის" ახალი სერია წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.„ნატახტრის" ბრენდის ქვეშ განსხვავებული სახითუკვე ჩამოისხადაგაყიდვაშიაშემოდგომისგანსაკუთრებულისერია,„ნატახტარი ემბერი - 3 მარცვლის გემო". „ნატახტარი ემბერი"(Amber)დამზადებულია3სხვადასხვასახეობისალაოს გამოყენებით,რაცმას განსაკუთრებულარომატსანიჭებს, ხოლოალკოჰოლისმოცულობა4.9%-ს შეადგენს.

„ნატახტარი ემბერის" სითხე განსხვავებულია, რადგან მის დასამზადებლად 3 სხვადასხვა სახეობის ალაოა გამოყენებული (ქერის, ხორბლის და ჭვავის). როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ნატახტარი ემბერისთვის" ქერის, ხორბლისა და ჭვავის ალაო საგულდაგულოდ გაიფილტრა, დუღილის დროს სვიაც დაემატა და ნატახტრის წყალთან ერთად უგემრიელესი და ნამდვილი შემოდგომის ლუდის გემო შეიქმნა.

„ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად,ლიმიტირებულისერიებისმიზანიც სწორედსეზონურისიახლეებისშეთავაზებაა.ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ მაღალი ხარისხის ლუდის გარდა ჩვენს მომხმარებლს სიხარულსაც ვანიჭებთ.ეს სიხარული კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის პირობებში. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სირთულის მიუხედავად, შევქმენით შემოდგომის განსაკუთრებული ლუდი, „ნატახტარი ემბერი" -აღნიშნავს „ეფეს საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერიანა ქარჩავა.

შეგახსენებთ, რომ„ეფეს საქართველომ" „ნატახტარის" ბრენდის ქვეშმომხმარებელს უკვე წარუდგინა „ნატახტარი პლატინუმი" და „ნატახტარი გრინი", როგორც სეზონური გამოცემები - ეს იყო განსხვავებული გემოვნების პროფილები მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებზე მორგებით. მოგვიანებით კი, 100% ცივი „ნატახტარი" თერმოქრომული ეტიკეტის გამოყენებით, რომელიც მარკირების ტექნოლოგიის ერთ-ერთი უახლესი ინოვაციაა და უზრუნველყოფს ლუდის იდეალურ ტემპერატურაზე მირთმევას.

Wavy Line
狗万官方企业家,ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"