Monkey Shoulder-ის ორგანიზებით ბარმენების ჩემპიონატი გაიმართაჩემპიონატი პირველად 6 წლის წინ შოტლანდიაში ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 ივლისს ბარ „ლოლიტაში" შოტლანდიური ვისკის ბრენდ Monkey Shoulder-ის ორგანიზებით, ბარმენების ჩემპიონატი გაიმართა. როგორც კომპანიის ბრენდ-ამბასადორმა, სტეფან ბალაბანოვმა Entrepreneur-ს განუცხადა, ჩემპიონატი რომელიც 6 წლის წინ პირველად შოტლანდიაში ჩატარდა, ყოველწლიურად ფართოვდება და წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ტარდება.

საქართველოში, კონკურსში ქვეყნის სხვადასხვა ბარში მომუშავე ორმოცმა ბარმენმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც უკრაინის დედაქალაქ კიევში ნახევარფინალზე გაემგზავრებიან. ფინალური შეჯიბრი კი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიმართება, სადაც თავს მსოფლიოს საუკეთესო ბარმენები მოიყრიან.

სტეფან ბალაბანოვის თქმით, მისთვის საქართველოში ეს პირველი ვიზიტი არაა. ყოველი სტუმრობის შემდეგ, ბალაბანოვისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოში პროფესია ბარმენი უფრო და უფრო პოპულარული, მოთხოვნადი ხდება და ქვეყანაში ეს ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება. სწორედ ამიტომ, Monkey Shoulder-ისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამ კონკურსის ჩვენს ქვეყანაში გამართვა და აქაური ბარმენებისთვის საერთაშორისო ჩემპიონატის მეშვეობით განვითარების ახალი პლატფორმის შეთავაზება. კონკურსის მონაწილე ბარმენებიც თავის მხრივ აღნიშნავდნენ ამ ტიპის კონკურსების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ, როგორც პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარების სრულიად ახალ შესაძლებლობაზე − როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების სამეული კი ასე გამოიყურება:

I ადგილი - გიორგი ქუთათელაზე (ბარი „შუშაბანდი")

II ადგილი - მაშა კონდრატოვა (ქიქოძის ბარი)

III ადგილი - იური ელცოვი (ქიქოძის ბარი)

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ