მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

企业家的观点狗万官方contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

40-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი, ასობით სტუმარი, მსოფლიო მასშტაბის ექსპერტები და 5 წამყვანი მიმართულება - მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი −DataFest Tbilisi, წელს უკვე მეექვსედ ტარდება და მსურველებს17-19ნოემბერსთბილისში, Rooms Hotel-სადაონლაინ, Zoom-ისპლატფორმაზეუმასპინძლებს.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელსაც ტრადიციულად ForSet ატარებს. წლევანდელი ღონისძიება კი, როგორც სხვა წინა გამოშვებები, მიზნად ისახავს მონაცემებით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთ სივრცეში გაერთიანებას და იწვევს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას თუ ვიზუალიზაციას უკავშირდება.

მიმდინარე წელს ფესტივალზე მრავალფეროვანი აქტივობებით ხუთი წამყვანი მიმართულება დაიფარება:

  • მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა;
  • მონაცემთა ჟურნალისტიკა;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები, მათ შორის:

  • Neil Richards, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი @ JLL
  • Ali Srour, CEO & მონაცემთა მთავარი მეცნიერი, SocialLab
  • Rudradeb Mitra, დამფუძნებელი & CEO, Omdena
  • Jan Willem Tulp, მონაცემთა დიზაინერი, TULP interactive
  • David von Buseck, მმართველი პარტნიორი, Figures
  • Sergio Estella, დიზაინის მთავარი ოფიცერი & დამფუძნებელი at Vizzuality
  • ირაკლი გოგატიშვილი, მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი, "საქართველოს ბანკი"
  • ნიკოლოზ მაზანაშვილი, Galt&Taggart-ის ასოცირებული ბროკერი და სხვა.

მეტი ინფორმაცია სპიკერების შესახებ:https://www.datafest.ge/speakers

ძირითადი თემების გარდა, DataFest Tbilisi მოიცავს ორ ქვეკატეგორიასაც − სტარტაპებსა და მისინფორმაციას. მთავარ სივრცეში მოეწყობა Expo Booth, სადაც სტარტაპები ვიზიტორებს უწყვეტ რეჟიმში გააცნობენ საკუთარ პროდუქტებს, მათ შორის, დეზინფორმაციის დასაძლევ ხელსაწყოებს. მისინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში კი დამსწრე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, დაესწროს The Glass Room Misinformation-ის გამოფენას, რომლის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათგან გამოწვეულ რეაქციებს.

"The Glass RoomსაერთაშორისოპროექტიადაბერლინშიმოქმედორგანიზაციაTactical Tech-ეკუთვნის.გამოფენაუკვეჩატარდა54ქვეყანაშიდაჯამში270630ვიზიტორიჰყავდა.თბილისშიექსპოზიციისექსკლუზიურიმასპინძელიDataFest Tbilisiიქნება.

გამოფენისვიზიტორებიაღმოაჩენენ,როგორიყენებენდეზინფორმაციისგამავრცელებლებიჩვენსპერსონალურმონაცემებს,ათაინდივიდისინტერესებზე,ღირებულებებსადაქცევებზემორგებულიდეზინფორმაციაგვჩვენონ;რახდისინფორმაციასსანდოსანარასანდოს;რაგანსხვავებაადეზინფორმაციას,მისინფორმაციასადაკონსპირაციასშორის;როგორვუწყობთხელსდეზინფორმაციისგავრცელებასტექკომპანიებიდაჩვენ,როგორცმომხმარებლები.გამოფენაამშეკითხვებსინფორმაციულიანიმაციებით,ინტერაქციულიპოსტერებითადათვითშეფასებისაქტივობებითპასუხბს",Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თეონა თომაშვილი, DataFest Tbilisi-ის თანადამფუძნებელი და ჰაკათონის ორგანიზატორი.

ფესტივალის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი DataFest Tbilisi-სა და ანდერს ფოგ რასმუსენის ორგანიზაცია Alliance of Democracies Foundation-ის თანამშრომლობაა, რომლის ფარგლებში ერთობლივი,DemTech Hackathonჩატარდება. ჰაკათონის მიზანია, მონაწილეებმა შეიმუშაონ ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიების გამოყენებით უპასუხონ ერთ-ერთ გლობალურ გამოწვევას:

  1. ინოვაციური და ტექნოლოგიური ინიციატივა, რომელიც დაეხმარება უკრაინას ომში გასამარჯვებლად და ქვეყნის აღსადგენად;
  2. ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარების გაძლიერებას.

გამარჯვებული პროექტის ავტორი გაემგზავრება Copenhagen Democracy Summit-ზე, სადაც, მოგების შემთხვევაში, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.

Democracy Alliance Foundation აქტიურად აძლიერებს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დემოკრატიულ გამოწვევებს ტექნოლოგიური გადაჭრის გზებს უპირისპირებენ. DataFest Tbilisi კი მრავალი წელია, სხვადასხვა დარგში, მათ შორის მმართველობაში, მონაცემების გამოყენების მნიშვნელობაზე ადვოკატირებს.

"ორივეორგანიზაციასრულადვიაზრებთტექნოლოგიებისადაინოვაციებისროლსდემოკრატიულიპროცესებისგაჯანსაღებაში,სწორედამიტომ,გადავწყვიტეთთანამშრომლობა. Democracy Alliance Foundation-თანპირველადიკავშირიჯერკიდევწინაწელსდავამყარეთ,შესაბამისად,უკვეარსებულმასაქმიანმაურთიერთობამაღნიშნულპარტნიორობასკიდევუფრომეტადშეუწყოხელი.ჩვენიპარტნირობისფარგლებშიფესტივალზედამსწრეებსშეეძლებათმონაწილეობამიიღონDemTech Hackathon-ში,სადაცისეთტექნოლოგიურგადაწყვეტილებებზეიმუშავებენ,რომლებიცდემოკრატიისსხვადასხვამწვავეპრობლემისგადაჭრასემსახურება:უკანონოთვალთვალი,არჩევნებისგაყალბება,კორუფციადასხვა.გამარჯვებულიგუნდიThe Copenhagen Democracy Summit-ზეგაემგზავრება,სადაცგამარჯვებისშემთხვევაში,ფულადპრიზსმოიპოვებს.ჰაკათონისგარდა,ფესტივალზეარაერთიგამომსვლელიგვეყოლება,რომლებიცტექნოლოგიებისმნიშვნელობაზეისაუბრებენდემოკრატიულიპროცესებისგასაძლიერებლად.მათშორის,თავადრასმუსენი",განმარტავსთეონათომაშვილი.

DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet − არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ფესტივალის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "საქართველოს ბანკი", Grant Thornton, AskGov.ge, National Endowment for Democracy, Tactical Tech, Zinc Network, Adjara Group, CRISP Berlin, Tbilisi School of Communication, WiFisher, Entrepreneur, NEXT.On.ge, On.ge, Marketer.

დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალისვებგვერდს.

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა

ლიდერობა

ლიდერობა,როგორცმსახურება- 4მთავარიპრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ლიდერობა

ლიდერი უნდა იყოს...

"ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."