მარცხის ფენომენი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

ერთი წლის წინ, როცა ქართული Entrepreneur-ის პირველ ნომერზე ვმუშაობდით, ჩემს ამერიკელ კოლეგა ჯეისონ ფაიფერთან სატელეფონო საუბრისას პირველი კითხვა, რომელიც მან საქართველოს, როგორც მისთვის უცნობი ქვეყნის, თავისებურებებში გასარკვევად დამისვა, იყო იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ქართველები მარცხს და რამდენად არის მარცხზე ღიად საუბარი, მარცხის საჯარო ანალიზი წახალისებული და დამახასიათებელი ქართული კულტურისთვის.

ჩემგან რა პასუხსაც მიიღებდა, ალბათ ხვდებით, მან კი, თავის მხრივ, მითხრა, რომ ამერიკაში − ქვეყანაში, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ დაიბადა Entrepreneur და რომელიც თანამედროვე ანტრეპრენერშიპის სამშობლოდ მიიჩნევა, ყველაზე პოპულარული სასაუბრო თემა სწორედ მარცხია...

ეს არის თემა, რაზეც საჯაროდ საუბრობენ წარმატებული ანტრეპრენერები. ვინ, თუ არა ჯეისონმა, რომელიც ამერიკული Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორობის გარდა, ორი პოპულარული პოდკასტის ავტორია, კარგად იცის ამის შესახებ, რადგან პირადად ისმენს ასეთ ისტორიებს და უზიარებს თავის მრავალრიცხოვან აუდიტორიას.

ჩემთვის კი მაშინვე ცხადი გახდა, რომ Entrepreneur-ის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სწორედ ჩვენში არსებული და საკმაოდ ღრმად ფესვგადგმული მარცხის კომპლექსის გადალახვა უნდა ყოფილიყო. კომპლექსის, რომელიც ხშირად გვიშლის ხელს განვითარებაში, რადგან მარცხის შიშით უარს ვამბობთ ახალი, ინოვაციური იდეების განხორციელებაზე და კომფორტის ზონაში მშვიდად ყოფნას ვამჯობინებთ ახალ გამოწვევებთან შეჭიდებას, რადგან არ გვასვენებს კითხვა:

  • რას იტყვის ხალხი?..

ესმძიმეკითხვაამძიმებს ჩვენ ისედაც მძიმე ყოფას და არსებულით დაკმაყოფილებისკენ უფრო გვიბიძგებს, ვიდრე ახალი, ნოვატორული ექსპერიმენტებისკენ. ამ დროს კი სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს მსოფლიოში სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც თავის დროზე არ შეაშინა მარცხმა, უარი არ ათქმევინა დაშვებული შეცდომის აღიარებასა და რაც მთავარია, განმეორებით ცდაზე, უკვე დაშვებული შეცდომის გაანალიზების შედეგად უფრო სწორი ნაბიჯების გადადგმაზე.

არადა, მარცხი ხომ წარმატების განუყოფელი ნაწილია და როგორ გავხდებით წარმატებული, თუ უარს ვიტყვით მარცხზე? ეს ხომ წარმატებაზე უარის თქმასაც ნიშნავს?

მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ და რა ვითარებაში დავმარცხდით − მთავარია, არასოდეს გავჩერდეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არასოდეს შევეგუოთ წინააღმდეგობას და განცდილმა მარცხმა არ შეგვაშინოს, დასახულ მიზანზე ხელი არ აგვაღებინოს.

ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ცდებსა და ექსპერიმენტებში დაშვებულ შეცდომებსა და მარცხზე ვისწავლოთ და მიღებული გამოცდილებით, ხშირად მწარე გაკვეთილებით, უკეთ დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები.

მარცხის ფენომენის შესახებ კაცობრიობის ყველაზე დიდ მოაზროვნეებსა და ყველაზე წარმატებულ ადამიანებს არაერთი ციტატა ეკუთვნით, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც უინსტონ ჩერჩილია, რომლისთვისაც წარმატება სხვა არაფერია, თუ არა „მარცხიდან მარცხამდე ბორძიკით სიარული ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე".

დანარჩენსკითანამედროვესაქართველოსწარმატებულიანტრეპრენერებისგან ისწავლით. მადლობა მათ იმისათვის, რომ Entrepreneur-ის აპრილის ნომრისთვის მარცხზე ღიად საუბარზე, მარცხის ფენომენზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე უარი არ გვითხრეს და ამ პროექტში მონაწილეობით, საქართველოში ახალი − ანტრეპრენერული კულტურის დამკვიდრებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.

Entrepreneur-იც ხომ იმიტომ არსებობს, რომ

  • ვისწავლოთ ერთად.
  • ვისწავლოთ ერთმანეთისგან.
  • ვისწავლოთ ერთმანეთისთვის.

რადგან როგორც ჰენრი ფორდი ამბობს, მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერს ვისწავლით.

---------------------------------------------------------------------------------

Entrepreneur-ის აპრილის ნომერი უკვე გაყიდვაშია!

შეიძინეთ პრესის გავრცელების წერტილებში მთელი საქართველოს მასშტაბით ან გამოიწერეთhttps://goo.gl/forms/Nk75HyIoQiT1QRJs21 წლით და მიიღეთ საჩუქრად Moleskine-ის ბლოკნოტი!

Wavy Line
გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალიOK!რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:https://soundcloud.com/entrepreneur_ge

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს