კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი ჩაეშვაwww.csrgeorgia.com

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CSRDG

საქართველოშიპირველად,საინფორმაციო ვებპორტალიwww.csrgeorgia.comჩაეშვა, რომელიც ვიზიტორებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და კორპორაციული მდგრადობის შესახებ მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ერთად არის თავმოყრილი მრავალმხრივი, სრული, უახლესი ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარების და პასუხისმგებელი ბიზნესის შესახებ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. ეს ერთადერთი საინფორმაციო ვებპორტალია საქართველოში CSR-სა და კორპორაციული მდგრადობის შესახებ.

მსგავსი პორტალის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით საქართველოში. ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება CSR-ის შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაცია მოიპოვოს ვებგვერდზე, სადაც გამარტივებული საძიებო სისტემით აღჭურვილი მრავალი რესურს-გვერდი და მონაცემთა ბაზა არის განთავსებული.

CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორმა, ლელა ხოფერიამ განაცხადა:„ვებგვერდის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას, CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციას, პასუხისმგებელი ბიზნესის პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში. ეს პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ ერთ სივრცეში, ქართულ ენაზე ნახოთ ამ თემასთან დაკავშირებული უამრავი მასალა - საინფორმაციო სტატიები, საერთაშორისო სტანდარტები, პუბლიკაციები, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, სახელმწიფო პოლიტიკები სხვადასხვა ქვეყანაში, სიახლეები და მრავალი სხვა."

ვებგვერდი განკუთვნილია კომპანიების ხელმძღვანელებისა და CSR მენეჯერებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე სამოქალაქო ცნობიერების მქონე მომხმარებლების, კომპანიის თანამშრომლებისა და უბრალოდ, პასუხისმგებელი მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს იცოდეს მეტი მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ქალი ანტრეპრენერი

თამო ვაშალომიძე - თამოსკინი

მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა "თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებების ხაზი

სიახლეები

როგორ დავიწყოთ სტარტაპი?

ახალი ტრენინგ-სერია "მედიალაბისგან"