ქართველი ინტერიერის დიზაინერები პლატფორმაზე - Livo.ge

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უძრავი ქონების პლატფორმა ლივომ შექმნა ახალი უნიკალური შესაძლებლობა და ერთ სივრცეში გააერთიანაინტერიერის დიზაინერები.

დღეიდან, ინტერიერის დიზაინერების ნამუშევრების დათვალიერება, მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი რეიტინგებისა და შეფასებების ნახვა და შემდეგ მათთან დაკავშირებაinterior.livo.ge-ზეა შესაძლებელი.

ინტერიერის დიზაინერების მარკეტფლეისის შექმნა უძრავი ქონების ეკოსისტემის ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, მომხმარებლის დროის დაზოგვა და დიზაინერთან დაკავშირების პროცესის გამარტივებაა, მეორე მხრივ, კი - ქართველი ინტერიერის დიზაინერებისთვის მომხმარებელთან დამატებითი კომუნიკაციის საშუალება და მათი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

ინტერიერის დიზაინერის შერჩევის პროცესის გამარტივებისთვის, მომხმარებელს შევთავაზეთ ორი გზა:

პირველი გზა იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა შეარჩიოს დიზაინერი ფასის, გამოცდილებისა და კრეატიული ხედვის გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებაში მას გამჭვირვალე შეფასებებისა და რეიტინგების სისტემა დაეხმარება.

შერჩევის მეორე გზა კი შესაძლებელია უფრო მომხიბვლელი იყოს მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის, რადგან იძლევა საშაუალებას მომხარებელმა დიზაინერი შეარჩიოს ნამუშევრების მიხედვით, რომელიც 5 მიმართულებად არის დაჯგუფებული:

  • თანამედროვე - ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩევა მინიმალიზმით.
  • ძველებური - ნამუშევრები, სადაც გამოყენებულია ისტორიული/კლასიკური ელემენტები;
  • შერეული - სტილი, სადაც შერწყმულია რამდენიმე დიზაინის მიმართულება;
  • ინტერიერის დეტალები - კონკრეტული დეტალები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ გარემოს ქმნის ინტერიერში;
  • საზოგადოებრივი სივრცეები - მაღაზიების, სალონების, კაფეების და სხვა თავშეყრის ადგილების დიზაინები.

შერჩევის შემდეგ, დიზაინერთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი მარტივად დატოვებს პლატფორმაზე მოთხოვნას და დიზაინერი უმოკლეს ვადაში დაუკავშირდება მას.

პლატფორმაზეinterior.livo.geუკვეშესაძლებელია სხვადასხვა მიმართულების 20-მდე ინტერიერის დიზაინერის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათთან დაკავშირება. დიზაინერების მხრიდან ლივოსთან თანამშრომლობის ინტერესი მაღალია და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ლივო ერთ წელზე მეტია ბაზარზე გამოჩნდა, როგორც უძრავი ქონების #1 ეკოსისტემა. ლივოს მიზანიუძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისპროცესის გამარტივებისთვის ინოვაციური სერვისების შექმნაა. პალტფორმა მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს არაერთ საინტერესო და ინოვაციურ სიახლეებს შესთავაზებს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ლიდერობა

გუნდების გუნდი

შეიცვალე ან მოკვდი − ასეთია თანამედროვე ორგანიზაციების არჩევანი

Business News

"შუაგული" - სიყვარულით სავსე ბრენდი

"შუაგული" თბილისთან ახლოს მდებარე უნიკალური საღონისძიებო ადგილია, რომელიც 7 განსხვავებულ სივრცეში სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებას მასპინძლობს