ქართული”ელექსირი'' საერთაშორისო მასშტაბით დაცული სავაჭრო ნიშანი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ WIPO „ელექსირის" სავაჭრო ნიშანი და მისი ქართული კომპანიის კუთვნილება დაადასტურა, შედეგად „ელექსირის" სავაჭრო ნიშნის საკუთრების ხელშეუვალობის დაცვა საერთაშორისო მასშტაბით მოხდება.

WIPO 1967 წელს შეიქმნა, გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოებიდან ერთ-ერთი გახლავთ, მისი წევრები 193 სახელმწიფოს ითვლის და მსოფლიოს მასშტაბით ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და გაძლიერებისთვის 26 საერთაშორისო ხელშეკრულებისა და კონვენციის შესრულებას უწევს ზედამხედველობას.

ელექსირისთვის გამოცემული სპეციალური სერტიფიკატით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურომ დაარეგისტრირა ელექსირის ლოგოტიპი და დასახელება დადგენილი ფერებით სავაჭრო ნიშნად და ისეთ სექტორებში როგორიცაა ქიმიური პროდუქტების წარმოება ინდუსტრიული და სამეცნიერო მიზნებისთვის, ფარმაცევტული, ვეტერინარული, სანიტარული, ფუნგიციდური და სადეზინფექციო საშუალებების ინდუსტრია მომხმარებლის ინტერესებისა და ბრენდის ამოცნობის მიზნით სხვა მწარმოებლის მიერ მისი გამოყენება შეზღუდა, თუ საკუთრივ ელექსირი არ გამოხატავს თანხმობას.

საქართველოში „ელექსირის" სავაჭრო ნიშანი, 2018 წლიდან, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" მიერ, სამრეწველო საკუთრების რეესტრშია რეგისტრირებული. მისი უნიკალური დიზაინი და ლოგოტიპი დაცულია საქართველოს კანონის შესაბამისად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ."

„ელექსირი" თავისი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპია, სწორედ ამ წარმატების ფორმულაა მუდმივი კვლევა-ძიება, სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობის მიღება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საწარმოში დასაქმებულთა რეგულარული გადამზადება.

ელექსირისთვის, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად მუდმივად ახორციელებს ძალისხმევას, WIPO-ს გადაწყვეტილება ბრენდის საერთაშორისო დაცულობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი