ქართული ბრენდები საერთაშორისო პლათფორმებზე - ელ. კომერციის აქსელერაციის პროგრამის დემო დღე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისისმერიისადაევროკავშირისაქართველოსთვისერთობლივი ბიზნეს აქსელერატორის "სპარკის" ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა. დემო დღეზე გამარჯვებული 3 ბიზნესი სულ მალე ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოჩნდება, როგორიცაა Amazon და Etsy, ისინი ასევე გამართავენ თავიანთ ონლაინ გაყიდვებს Shopify-ზე.

ელ.კომერციის 1 თვიანი სატრენინგო კურსი 20 ივნისს, "ლოლიტას" საკონფერენციო სივრცეში, დემო დღით დასრულდა. პროექტის მონაწილეები სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ ღამბაშიძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქართული ბიზნესებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის რამდენიმე მონაწილე ბიზნესი სამომავლო თანამშრომლობისთვის საინტერესოა:

"მოხარულივარრომმსგავსიპროგრამაგანხორციელდა.არდაგამარჯვებულებისა,რამდენიმეთქვენგანთანმაქვსშემოთავაზება,რაცშესაძლოასაინტერესოაღმოჩნდეს.ადლობაწარმოდგენილიპრეზენტაციებისთვის".

სპარკის გენერალური მენეჯერის, თამთა გველესიანის თქმით, პროექტის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, მონაწილე კომპანიებმა საინტერესო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს ექსპორტის, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე პროდუქტების განთავსების მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომში თავიანთი საქმიანობის წარმატებით წარმართვაში.

"პროექტისმეორეეტაპზეგამარჯვებულიგუნდებიმიიღებენ15 000ლარამდეინვესტიციასთავიანთიპროდუქტისAmazon, EtsyდაShipify-პლატფორმებზეგანთავსებასადაგაყიდვისსტიმულირებისთვის"

"ოსმო", "ფუნდუკი"და"ჰენდიქრაფტი" ეს ის კომპანიებია, რომლებმაც მოახერხეს ჟიურის წევრების დარწმუნება, რომ ისინი მზად არიან გაიტანონ თავიანთი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე და დაიწყონ საერთაშორისო გაყიდვები.

ოსმო- ბრენდი, რომელიც ქმნის ძველი ქართული ისტორიითა და თანამედროვეობის შერწყმით შთაგონებულ ჩანთებსა და აქსესუარებს, ჟიურის ერთ-ერთი უპირობო რჩეული გახდა.

"დიდესიმადლობასპარკსამარაჩვეულებრივიდაინოვაციურიპროექტისთვის.ვენთვისდიდიგამოწვევაიყოE-commerceაქსელერაციაშიმონაწილეობადამთელიჩვენიკოსმიურიგუნდიმოხარულებივართგამარჯვებით.მაზონზეჩვენიკოსმიურიიდეებისფრთებისშერწყმაახლაიწყება".

ბიზნესი, რომელიც ასევე მიიღებს სპარკის ინვესტიციას "ჰენდიქრაფტია"- ჩვილთა და ბავშვთა განმავითარებელი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია. ხელნაკეთი ხალიჩები, ალბომები და სხვადასხვა სახის ინტერაქციული თუ გასართობი ქართული პროდუქტები უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავა.

"ძალიანამაყებიდაბედნიერებივართ,რომჩვენიპროდუქტებიმალესაქართველოსფარგლებსგარეთგავა.იდიმადლობასპარკისარაჩვეულებრივგუნდსადამენტორებსიმშესაძლებლობებისთვის,რაცპროგრამისთითოეულმონაწილესმოგვცეს."

"E-commerce აქსელერაციის" კიდევ ერთი გამარჯვებულია "ფუნდუკი" -ეკო-მეგობრული ბრენდი, რომელიც ქმნის ტექსტილის ნაწარმსა და ინტერიერის დეკორებს.

თბილისის მერია და ევროკავშირი საქართველოსთვის სტარტაპების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას სხვადასხვა სახის პროგრამებით მომავალშიც განაგრძობს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"