ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო TechSummit-ს მასპინძლობს!ღონისძიების ფარგლებში "Startup Battle" გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „TechSummit"- ს მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება ტექნოპარკში უკვე მეორედ ტარდება და ის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნა.

2018 წელს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით 2019 წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და მასში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სამიტის მიზანია, მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის, გამოცდილების გაზიარება და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება "Startup Battle". გამარჯვებული სტარტაპები გაივლიან უფასო აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამას პოლონეთსა და აზერბაიჯანში.

„TechSummit"- ის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიური მეწარმეობის გაერთიანება (FPT) და პოლონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის სააგენტო (PAIH).

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს