გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან".

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია ვესტერნ იუნიონის, რიკოგრამის, მანიგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესის, ზოლოტაია კორონას, უნისტრიმის ან რიას მეშვეობით.

ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, ყოველდღიურად 3 ასეთი გამარჯვებული გამოვლინდება და 3 ფულადი პრიზი გაიცემა. რაც შეეხება ბინას დიღმის კომპლექსში, მას მოიგებს ის, ვისაც თვის ბოლოს ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ექნება მიღებული.

ინფორმაციისთვის, თებერვლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება თებერვლის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; მარტის თვის გამარჯვებული − თებერვლისა და მარტის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; აპრილის თვის გამარჯვებულს კი − თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მონაცემები გამოავლენს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"