ღიაბანკინგისფუნქციონალიუკვესაქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, სხვა ბანკის ბიზნეს ანგარიშების ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. მეტი კომფორტისთვის კი, აღნიშნული ფუნქციონალი უკვე ბიზნეს მობილბანკშიცაა ხელმისაწვდომი.

შესაბამისად, ამიერიდან მომხმარებელი ცენტრალიზებულად შეძლებს ბიზნეს მობილბანკში სხვა ბანკებში არსებული ბიზნეს ანგარიშების დამატებას და განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული ინოვაციების დანერგვას. ამჯერად ბიზნეს მობილბანკში ღია ბანკინგის ფუნქციონალი ავამოქმედეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს სხვა ბანკების ბიზნეს ანგარიშების, ნაშთებისა და ტრანზაქციების ნახვას. ღია ბანკინგის მომდევნო ეტაპზე, უკვე სხვა ბანკების ანგარიშიდან გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი, რაც ბიზნეს მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ." - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი