Georgian Fintech Startup Showcaseმოუსმინეთ 5 ქართულ ფინტექ სტარტაპს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ფინანსური ტექნოლოგიები ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რაც გზას უხსნის ქართულ სტარტაპებს, ინოვაციური გადაწყვეტებით წვლილი შეიტანონ ადგილობრივ ეკონომიკაში და გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე. ფინტექი მიმზიდველია არა მხოლოდ ზრდის მაღალი ტემპისა და გლობალური პერსპექტივების გამო, არამედ იმ პოზიტიური ცვლილებებისთვის, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მოაქვს, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში.

2021 წლის 29 ივნისს,სტარტპბიუროდაკრედობანკი,საქართველოსეროვნულბანკთანდასაქართველოსფინტექასოციაციასთანთანამშრომლობით, სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლებენ, სადაც აუდიტორიის წინაშე წარდგება 5 ქართული ფინტექ სტარტაპი და გაიმართება პანელური დისკუსია ფინტექის მილიარდობით მომხმარებლამდე მიტანის შესაძლებლობებზე.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia და BPN.ge.

კრედო ბანკს სხვადასხვა ქართულ ფინტექ სტარტაპთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორი, კრედო ბანკი მხარს უჭერს ფინტექ სტარტაპებს და მზადაა ახალი შესაძლებლობებისთვის, რათა ფინანსური სერვისები საქართველოს სასოფლო დასახლებებში შეიტანოს.

ღონისძიებაზე დრო დაეთმობა ნეთვორქინგსაც, რათა ფინტექ ქომიუნითი კიდევ უფრო დაახლოვდეს, გაცვალონ იდეები, მოსაზრებები, ცოდნა და გამოცდილება.

ფინტექ სტარტაპების შოუქეისი:

შოთა გიორგობიანი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Optio.AI
გეგა წურწუმია, თანადამფუძნებელი და თანადირექტორი, Payze
ირო ცაგარეიშვილი, თანადამფუძნებელი, Fundraiser.ge
სალომე ღუდუშაური, თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, Bizon.ge
ბექა დალაქიშვილი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Kernel

პანელური დისკუსია: ფინტექი შემდეგი მილიარდი მომხმარებლისთვის - როგორ გავაციფრულოთ სოფლის ტიპის დასახლებები

მომხსენებლები:

ბექა ვახტანგიშვილი, თანადამფუძნებელი და ოპერაციების დირექტორი, Bizon.ge
ლევან იოსებაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, Kalo
ვასილ შენგელია, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობისგანყოფილების უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი
დავით კიკვიძე, საქართველოს ფინტექ ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარე

მოდერატორი:
თემურ მაჭარაშვილი, ციფრული არხებისა და დაკრედიტების განყოფილების უფროსი, კრედო ბანკი

ღონისძიება გაიმართება 29 ივნისს, 18:00 საათზე, ფაბრიკაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ღონისძიებაზე დასწრება შეზღუდულია და ღიაა მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, მოსაწვევისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთორგანიზატორებსწინასწარ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

ISET ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს ფინანსებში

პროგრამაპროფესიონალფინანსურანალიტიკოსთა (CFA) საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია, რომელიც საფინანსო სექტორის "ოქროს სტანდარტად" არის აღიარებული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია