გამოცხადდა საგრანტო კონკურსები სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CSRDG

ბოლო წლებში ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა პოპულარული კონცეფცია გახდა. იგი გულისხმობს ბიზნესის არატრადიციული გზით კეთებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სოციალური საწარმოს თავდაპირველი მიზანია კონკრეტული სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება. ბიზნეს საქმიანობა კი წარმოადგენს სოციალური შედეგებისა და გავლენის მიღწევის ერთგვარ დამხმარე ინსტრუმენტს. ის მიზნად ისახავს საზოგადოების ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა:შშმ პირთა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, კანონთაკონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და სხვ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც 2009 წლიდან დღემდე სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის და შესაბამისი ეკოსისტემის შექმნისთვის არაერთი პროექტი განახორციელა. ამჯერად CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ახალ პროექტსსოციალურიმეწარმეობისგანვითარებამდგრადიდაინკლუზიურისაზოგადოებისთვის".

პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა, ხელი შეუწყოს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

პროექტისმიზნებია:

  • განავითაროს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა
  • გააუმჯობესოს სამართლებრივი გარემო
  • აამაღლოსცნობიერებასოციალურიმიზნებისმქონებიზნესებისა და სოციალური მეწარმეობის პოზიტიური შედეგების შესახებ
  • მოიპოვოს ფართო საზოგადოების მხარდაჭერა და მისცეს საშუალება სხვადასხვა სექტორს შეიტანოს თავისი წვლილი საზოგადოების კეთილდღეობაში
  • მხარი დაუჭიროს სოციალური საწარმოების განვითარებაზე მორგებული დაფინანსების წყაროებისა და ეფექტური ტექნიკური დახმარებების შექმნას
  • წაახალისოს ქსელური საქმიანობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის საგრანტო კონკურსებიმოქმედისოციალურისაწარმოებისადადამწყები(启动)სოციალურისაწარმოსიდეებისთვის.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები, ეძლევათ საქმიანობის გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. მათ შორის კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მხრივ.სამიგამარჯვებულისოციალურისაწარმოსექნიკურდახმარებაგაგრძელდება3წლისგანმავლობაში.კონკურსზეგანცხადებებისმიღების შეწყვეტამდე დარჩენილია 1 კვირა (განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა30ივნისია)(დეტალურად:https://bit.ly/3jaExo8)

ახლახანს გამოცხადდა ახალი საგრანტო კონკურსი დამწყები (start-up) სოციალური საწარმოების იდეებისთვის. კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო. პროექტის ფარგლებშიშეირჩევა10ბიზნესიდეა,რომლებსაცექნებათწვდომაისეთშესაძლებლობებთან,როგორიცაა:ფინანსურიდატექნიკურიმხარდაჭერა(14 000ევრომდე),კონსულტაციებიდატრენინგებიბიზნესგეგმისწერისადაგანვითარებისთვის,მარკეტინგიდაგაყიდვები,რესურსებისმობილიზებადასხვ. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 30 ივლისი(დეტალურად:https://bit.ly/3vR1fEM)

წლების განმავლობაში CSRDG-მ სხვადასხვა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დააფინანსა და მხარი დაუჭირა 40-მდე სოციალურ საწარმოს. ახალი პროექტის ფარგლებში კი CSRDG მხარს დაუჭერს ჯამში 10 ახალ და 6 მოქმედ სოციალურ საწარმოს.

საკონსულტაციოდ გთხოვთ მიმართოთ სამუშაო საათებში ანა ილურიძეს - სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერსekaterine.iluridze@csrdg.ge/ 599 691112 .

პროექტის პარტნიორები:

პროექტი 3 წლიანია და მას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)ევროკავშირისადა „პური მსოფლიოსთვის" (Brot) მხარდაჭერით.პროექტისპარტნიორები არიან:სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს