#გახდისუპერგმირი - საქველმოქმედო გამოწვევა კომპანიებისთვის#სუპერძალაზრუნვაშია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

#გახდისუპერგმირი- ამ ჰეშთეგით, ინტერნეტსივრცეში ახალ გამოწვევას შეხვდებით, რომელიც საქველმოქმედო პლატფორმაsupergmiri.ge-ის ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

Supergmiri.geკი სწორედ იმ პატარებზე ზრუნავს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. "სუპერგმირი" ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების დონაციებიდან შემოსულ თანხებს ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებებისკენ სრულად მიმართავს. პატარები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს, რომელშიც მათი ასაკის, სურვილებისა და მიზნების შესაბამისი აუცილებელი პროდუქტები, ნივთები და მომსახურების ვაუჩერებია მოთავსებული.

გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთი ან რამდენიმე ბავშვის სუპერგმირი და ხანგრძლივი პერიოდით იზრუნოს მათზე. თანაც არამხოლოდ დონაციით, არამედ პირადად მოინახულოს პატარები და დრო მათთან ნაყოფიერად გაატაროს.

Supergmiri.ge- ის გუნდი მიიჩნევს, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ და ფერად ბავშვობას. ამ იდეას იზიარებსსაინვესტიციო კომპანიასინერჯი კაპიტალიც, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ საქველმოქმედო, საახალწლო გამოწვევაში დაsupergmiri.ge——ისბენეფიციარებისთვისდონორიგახდა。

,,სინერჯი კაპიტალისგან" კამპანია#გახდისუპერგმირი-ს გამოწვევა უკვე მიიღო რამდენიმე კომპანიამ, როგორებიცაა: ,,სამშენებლო კომპანია ანაგი", Tbilisi Medic-ი, ,,თბილღვნო", ,, ელთიბი - ავეჯის მასალები", Financial Office და Start - Business Solutions.

ამ საქველმოქმედო გამოწვევაში ჩართვა კი ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.Supergmiri.ge- ის ბენეფიციარების მხარდაჭერა შემდეგი ნაბიჯებითაა შესაძლებელი:

1) გახდეთ პლატფორმის დონორი:
https://supergmiri.ge/donations

2) გახდეთ პატარების სანტა და აუხდინოთ სურვილები:
https://supergmiri.ge/letters-to-santa

იმისათვის, რომ გამოწვევა უფრო მასშტაბური გახდეს და პლატფორმის საშუალებით კომპანიებმა მრავალი ბავშვის გახარება შეძლონ, დონაციის განხორციელების შემდეგ, მათ პოსტი ჰეშთეგით#გახდისუპერგმირიუნდა გამოაქვეყნონ და მეგობარი კომპანიები გამოიწვიონ, რადგან #სუპერძალაზრუნვაშია

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ