Favshop.ge - სიახლე სწრაფი ონლაინშეძენისათვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინტერნეტსივრცეში მაღაზია favshop.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს პლატფორმის მეშვეობით საახალწლო შესაფუთებსა და მისალოც ბარათებს, ექსკლუზიურ სათამაშოებს, ტექსტილს, ანტი„კოვიდ"-პროდუქციასა და სხვადასხვა საინტერესო ნივთს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო საათებში განთავსებულ შეკვეთას, მსურველი სახლის კართან სულ რაღაც 2 საათში მიიღებს.

ელ.კომერციის ახალი პლატფორმის მახასიათებლებსა და მზარდი ონლაინვაჭრობის ტენდენციებს პროექტის ხელმძღვანელი ნინო ბალაძე Entrepreneur-თან განმარტავს:

„ინტერნეტსივრცეში მაღაზია მას შემდეგ გაჩნდა, რაც პანდემიის გამო გაიზარდა მოთხოვნა პროდუქციის შინ მიწოდებაზე. Favshop.ge-ზე ყოველთვის მხოლოდ აქტუალური პროდუქციაა განთავსებული. ჩვენ გამოგვარჩევს ორი რამ: 1 − სწრაფი მიწოდების სერვისი, რაც ძირითად შემთხვევებში არის მხოლოდ 2 საათი. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული კატეგორიების 50%-ზე მეტი იწარმოება ჩვენ მიერ. ჩვენ თბილისსა და მის შემოგარენში გვაქვს ხვადასხვა მიმართულების 4 საწარმო. აღსანიშნავია, რომ გაძლიერებული გვაქვს უსაფრთხოების ნორმები. პროდუქცია მომხმარებლამდე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის. სურვილის შემთხვევაში, გზავნილს კურიერი კართან ტოვებს. გადახარისხების ცენტრის თითოეული თანამშრომელი კი აღჭურვილია ანტი„კოვიდ"-ეკიპირებით, რომელსაც თავად ვაწარმოებთ. ისინი პერიოდულად „კოვიდ"-ტესტირებას გადიან. ჩვენი აზრით, ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენი ინტერნეტშოპინგისა და ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიების კულტურა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია მარტივი, გასაგები და მოქნილი პლატფორმები. ვფიქრობ, კონკურენციაც შესაბამისად გაიზარდა ამ მხრივ. ჩვენი მისია კი ამ გამოწვევისთვის სათანადოდ თავის გართმევაა. სექტორის განვითარება გარდაუვალია. უპირველესად, საჭიროა ენთუზიაზმი და სწორი საკადრო პოლიტიკა. ჩვენი, როგორც ერთ-ერთი მონაწილის, როლი, ვფიქრობ, არის დადებითი კონტრიბუციის შეტანა ადამიანების დასაქმებითა და სამაგალითო მომსახურების შეთავაზებით. ჩვენი სამომავლო გეგმაა ასორტიმენტის გაზრდა და ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტირება რეგიონში. ვფიქრობ, მომავალში საინტერესო პროექტები გველის".

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი