ევროკავშირის და წალკის LAG-ის მხარდაჭერით მრავალსაუკუნოვან წალკაში თანამედროვე სასტუმრო გაიხსნა"Home+" - კომფორტი და ისტორია ერთ სივრცეში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CENN

პანდემიისდროსყველაოჯახიმეტ-ნაკლებადგანიცდიდაფინანსურსიდუხჭირეს,მრავალადამიანსწაერთვაშანსიგანეხორციელებინადაგეგმილისაქმიანობები.გრანტიჩვენთვისიყომოტივატორიდაგვეწყოსასურველისაქმიანობა.კარგია,რომდღესარსებობენორგანიზაციები,რომლებიცმოსახლეობასსტიმულს,იმედსადაშესაძლებლობასაძლევენ"- აღნიშნავს თემურ მგელაძე.

თუ შენც იმ მოგზაურთა ჯგუფს მიეკუთვნები, რომლებსაც დღის განმავლობაში კლდეებისა თუ გამოქვაბულების აღმოჩენა სწყურია, საღამოს კი კომფორტულ საწოლს არაფერი ურჩევნია, მაშინ დროა გეზი წალკისკენ აიღო. მრავალსაუკუნოვანი ეკლესიების, ყურღანებისა თუ ციხესიმაგრეების „დარაჯი" ეთნიკურად მრავალფეროვანი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ხელგაშლილი ელოდება კომფორტის მოყვარულ მოგზაურებს და თუ შენ ჯერ კიდევ ყოყმანობ, დამიჯერე - წალკა შენს გაოცებას შეძლებს!

დღესდღეობით,მოკლევიზიტისათუგრძელვადიანიმოგზაურობის დროს, ყოველთვის გვსურს საფუძვლიანად შევისწავლოთ ახალი გარემო და რაც შეიძლება სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. ღირსშესანიშნაობებით დატვირთულ წალკაში კი ეს ყველაფერი სრულებით შესაძლებელია. მითუმეტეს ახლა, როცა სულ ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა, თემურ მგელაძემ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით არსებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და დაშბაშის კანიონის მიმდებარე ზონაში, რომელიც ასევე ქ.წალკის ცენტრალურ მოედანს მიეკუთვნება, კეთილმოწყობილი, 3 სართულიანი სასტუმრო, "Home+"გახსნა. აქ ვიზიტორს სასიამოვნო გარემოს გარდა იზიდავს შესაძლებლობა, ისარგებლოს გიდის სერვისითა თუ დახვედრა-გაცილების მომსახურებით.

რადგანმუნიციპალიტეტშიკეთილმოწყობილიდათანამედროვესტანდარტებთანმიახლოებულისასტუმროებისრაოდენობამწირია,გაგვიჩნდაიდეაჩვენშეგვეთავაზებინაესსერვისიბაზრისთვის.დაფინანსებისმიღებამჩვენიოცნებარეალობადაქცია.მინდააღვნიშნო,რომგარდაფინანსურიმხარდაჭერისა,პროექტისწარმომადგენლებიდიდიპასუხისმგებლობითეკიდებოდნენყველადეტალს"- გვიყვება თემურ მგელაძე.

თემურს საქმიანობაში ეხმარება ინგლისურისა და რუსული ენების ფლობა, ასევე ღირსშესანიშნაობათა შესახებ ინფორმაციის ცოდნა. სასტუმროს ყველა ნომერს აქვს სამზარეულო, თუმცა სურვილისამებრ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კვების სერვისითაც. აღნიშნულ ობიექტზე თემურის გარდა მასპინძლობას კიდევ ორი ადამიანი გაგიწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურთა მოყვარულებს უნიკალური ადგილებისკენ უწევთ გული, დამეთანხმებით წალკა არც ისე ხშირად გვხდება ტურისტულ მარშრუტებში, თუმცა თუ ერთხელ მოხვდებით რეგიონში, იგრძნობთ, რომ მუნიციპალიტეტს უამრავი შესაძლებლობა აქვს. სწორედ ამ რესურსების გაღვიძების მიზნით წალკის მუნიციპალიტეტში მუშაობს წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და ორგანიზაცია CENN, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკეთესობისკენ ცვლიან მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას - წალკის LAG ადგილობრივი მოსახლეობისა თუ სხვათა მხარდაჭერით მუდმივ რეჟიმში განიხილავს პროექტებს, იმუშავებს სტრატეგიებს, განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა" ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი 214-ს შეადგენდა. მათგან დაფინანსდა 13 პროექტი, რომელთა შორის ვხვდებით როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებების პროექტებსა და სათემო ინიციატივებს. წალკაში არსებული პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას, ქალთა გაძლიერებას და შედეგად რეგიონში ეკონომიკის განვითარებას, სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ისახავდა თემურ მგელაძის იდეაც, რის გამოც იგი ფინალში გავიდა.

თემურმგელაძისპროექტითავისიმიზნებითადაშინაარსითხელსშეუწყობსწალკისმუნიციპალიტეტშიტურიზმისგანვითარებას.მხარსდაუჭერსდაგააძლიერებსწალკაშითანამედროვედახარისხიანიტურისტულისერვისის,ამშემთხვევაშიგანთავსების,საშუალებას.მიმაჩნია,რომწალკისმუნიციპალიტეტისთვისმსგავსისერვისებისგანვითარებასასიცოცხლოდმნიშვნელოვანია"- ამბობს წალკის პროექტის მენეჯერი, მელანო ტყაბლაძე.

გარდაიმისა,რომადგილობრივთა დაფინანსება წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი იყო, პროექტის ბენეფიციართა აზრით, ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ კორონავირუსის პანდემიის დროს შეიძინა - ადამიანებს რეგიონში განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა მიეცათ.


პანდემიისდროსყველაოჯახიმეტ-ნაკლებადგანიცდიდაფინანსურსიდუხჭირეს,მრავალადამიანსწაერთვაშანსიგანეხორციელებინადაგეგმილისაქმიანობები.პირადადჩემიოჯახისთვის,რომარაპროექტისფარგლებშიმიღებულიდაფინანსება,ამეტაპზევერანაირადშევძლებითსასტუმროს"Home+"გახსნას.გრანტიჩვენთვისიყომოტივატორიდაგვეწყოსასურველისაქმიანობა.კარგია,რომდღესარსებობენორგანიზაციები,რომლებიცმოსახლეობასსტიმულს,იმედსადაშესაძლებლობასაძლევენ"- აღნიშნავს თემურ მგელაძე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"