BTU-ს მეწარმეობის ცენტრი კომერციალიზაციას იწყებსსტარტაპ ბანაკების ორგანიზება, სტარტაპების პრეაქსელერაცია, მენტორობა და ქოუჩინგი, ტრენინგები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სტარტაპ ბანაკების ორგანიზება, სტარტაპების პრეაქსელერაცია, მენტორობა და ქოუჩინგი, ტრენინგები ინტრაპრენერობის მიმართულებით და სხვა აქტივობები, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის მიერ კომერციალიზაციის გეგმის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციებისთვის გაიმართება.

სტარტაპ ბანაკების ჩატარებაში, BTU-ს აკადემიური გუნდის და ტრენერების გარდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული ტოპ სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან.

სტარტაპ ბანაკი საქართველოს რამდენიმე რეგიონში არსებულ სკოლებში და საუნივერსიტეტო კამპუსებში უკვე გაიმართა. ტრენინგებით სისტემატიურად სარგებლობენ სხვადასსხვა პარტნიორი ორგზანიზაციებიც. ინოვაციური იდეების გენერირება, ბიზნეს მოდელის ფორმირება, ფანდრაიზინგი და ინვესტორებთან ურთიერთობა, ფიჩინგი და ინოვაციების ინტეგრირება ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებში, ინტრაპრენერობა და კრეატიული აზროვნება, სტარტაპ ბანაკის ფორმატში ამ მიმართულებით ტრენინგები შეთავაზებული ახლა უკვე ნებისმიერი მსურველისთვის იქნება.

, BTU——სმეწარმეობისცენტრი,ბენეფიციარებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს საჩუქრად დაფუძნების დღიდან სთავაზობს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ე.წ. ,,Tailor Made'' სტარტაპ ბანაკებთან მიმართებაში. გვიკავშირდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, კომპანიებიდან, რომელთაც ტრენინგების სპეციალური მოდულების ჩატარება ჩვენთან თანამშრომლობით სურთ. ვინაიდან BTU-ს მეწარმეობის ცენტრი სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრია, მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირებით და გამოცდილებით, ვფიქრობთ რომ გვაქვს ყველა საჭირო რესურსი კომერციალიზაციის პროცესის დასაწყებად.'' - თაკო ჯაფარიძე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად