ბილაინის5თანამშრომელისაქართველოდან,ამსტერდამში, ვიონი ჯგუფის საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობსკონკურსის მთავარი პრიზი -გამგზავრება სეულში, სამხრეთ კორეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Beeline

კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი" (Veon), რომელიც საქართველოშიბილაინითააწარმოდგენილი, უკვე მესამე წელია მართავს ინოვაციურ კონკურსს DIGITHON-ი, თანამშრომლებისთვის 10-ვე ქვეყნიდან სადაც „ვიონია" წარმოდგენილი. DIGITHON-ი ორი სიტყვის გარეთიანებით წარმოიშვა - "digi" სიტყვიდან digital და "thon" – hackathon-იდან. DIGITHON-ი ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება. პირველ ეტაპზე ადგილობრივი კონკურსი „ვიონის" წევრ 10-ვე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON-ზე ჯგუფის სათავო ოფისში - ამსტერდამში მიემგზავრება.

გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარსდგება. წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაცაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში - სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G ლაივშია. გამარჯვებულ გუნდს ასევე ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON –ის ორგანიზებაში.

გარდა იმისა, რომ DIGITHON-ი შესანიშნავი მოტივაციაა თანამშრომლებისთვის, „ვიონის" წევრი კომპანიები წარმატებით იყენებენ ამ პლატფორმას ყველაზე საინტერესო გამოწვევების გადაჭრისთვის. DIGITHON-ის იდეაა ინოვაციური მიდგომის, კრეატიული აზროვნებისა და თანამშრომლობის წახალისება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყონ ანტრეპრენერული სულისკვეთების ჩამოყალიბებას.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

"ანტრეპრენერი სუპერგმირია"

ვინ არის ანტრეპრენერი?

ლიდერობა

20 შოკისმომგვრელი ისტორია ილონ მასკის შესახებ

უცნობი ფაქტები SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელზე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია