BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი ინოვაციების სამიტის ფარგლებში გაიმართა

观点by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 31 მაისს სასტუმრო "სტამბაში" BTU-ს ყოველწლიური ინიციატივის გლობალური სტარტაპ-ფონდის ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სხვა საინტერესო კომპონენტებთან ერთად სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი და ე.წ. "ანგელოზ" ინვესტორებთან ნეთვორქინგ-სესია გააერთიანა.

სტუდენტურისტარტაპებისსაგრანტოკონკურსისფარგლებში 5,000-ლარიანი გრანტი, Pre-Seed Funding სახით, სტუდენტურ სტარტაპWempler-გადაეცა. Wempler-ი ექსკლუზიური დავალებების დელეგირების პლატფორმაა, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლებს სხვადასხვა ერთჯერადი სერვისის მიღებაში ეხმარება − იქნება ეს ძაღლის გასეირნება, მანქანის გარეცხვა თუ სხვა. მეორე მხრივ კი, სერვისის მიმწოდებლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი უნარებისა და დროის ხარჯზე გამოიმუშაონ თანხა. დღეს Wempler-ის აპლიკაცია მომსახურების 50-ზე მეტ კატეგორიას აერთიანებს.

"ესგამარჯვებაპირველესადარისიდეისვალიდაცია,რაცყველაზემნიშვნელოვანიასტარტაპისთვის,ფინანსებისგარდა.სამწუხაროდ,გასულწელსვერშევძელითაღნიშნულკონკურსშიგამარჯვება,ამიტომახლამოგებისძალიანდიდიმოტივაციაგვქონდაგუნდს. შესაბამისად,ესგამარჯვებადამატებითისტიმულიაჩვენთვის.რაცშეეხებათანხას,მასჩვენიაპლიკაციისგასაუმჯობესებლადგამოვიყენებთ", −აღნიშნავსWempler-ისდამფუძნებელისანდროთავხელიძე.

Wempler უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. ახლა სტარტაპი საკუთარი საქმიანობის განვითარებას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში − ბათუმსა და ქუთაისში, ცდილობს. მათი მიზანია, 2023 წლის ბოლოს ბიზნესი რეგიონის მასშტაბით გაფართოვდეს, რასაც უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან დაიწყებენ.

სტუდენტური კონკურსის მთავარი პარტნიორი "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერია". კონკურსში მონაწილეობა BTU-ს ყველა პროგრამის სტუდენტურმა სტარტაპებმა მიიღეს, ფინალში კი 5 სტარტაპი შეირჩა. გამარჯვებული საკონკურსო წესით სპეციალურად მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა. კომისია დაკომპლექტებული იყო შემდეგი პირებით:

  • ანა თოთიბაძე, TBC
  • ქეთევან ხუნწარია, Axel
  • გიორგი გვასალია, Circle
  • ნაინო ქაშიბაძე, Epam

კონკურსი გლობალური სტარტაპფონდის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტარტაპკონკურსს, ვენჩურულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ბესტსელერი წიგნის პრეზენტაციას, პანელურ დისკუსიასა და აღნიშნული სამიტისთვის საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრის Keynote-გამოსვლას აერთიანებდა.

Wavy Line
ინსპირაცია

5 საინტერესო ფაქტი ილონ მასკზე

აი ამდენი რამ მოასწრო

სიახლეები

ჟუჟუნა - ნახევრად ცქრიალა ქართული ღვინო

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია