"ბილაინი" მომხმარებლის გამოცდილების კვლევას Medallia-ს მეშვეობით უკვე ციფრული არხებითაც ახორციელებსკვლევის მიზანი მომსახურების სრულყოფა და აბონენტების კმაყოფილებაზე ზრუნვაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

medallia

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის" წევრმა, ბილაინმა მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ციფრულ არხებშიც დაამატა. მსოფლიოში აღიარებული ონლაინ პლატფორმა Medallia უკვე ინტეგრირებულია ბილაინის ვებგვერდსა და MyBeeline აპლიკაციაში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოკლე კითხვარის შევსებით შეაფასოს ბილაინის ციფრული არხები და კომენტარის სახით გაგზავნოს რჩევა.

ბილაინმა მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის მსოფლიოში აღიარებული ინსტრუმენტი - Medallia, საქართველოში 2018 წელს პირველმა დანერგა და მას შემდეგ აქტიურად იყენებს. აბონენტის კმაყოფილების კვლევა იწყება ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან - მარტივი გამოკითხვით, რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი.

ბილაინში მომხმარებლის გამოცდილებას დამოუკიდებელი ფუნქცია იკვლევს, რომლის მიზანიც მომსახურების სრულყოფა და აბონენტების კმაყოფილებაზე ზრუნვაა. „მომხმარებლების ქცევა გამუდმებით და სწრაფად იცვლება. მათი კმაყოფილების უზრუნველყოფისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ არსებული პრობლემების გადაჭრა, ან წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება. მომხმარებელთა გამოცდილების (CX) ლიდერებმა საჭიროა „უკვე დღეს" განსაზღვრონ როგორი გამოცდილების შექმნა სურთ საკუთარი კლიენტებისთვის - „ხვალ" და მზად დახვდნენ მათ მოლოდინებს," აღნიშნავს ბილაინის CX მენეჯერი, მარიკა ჭაბუკიანი.

"მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისთვის, თითქმის უკვე 2 წელია ბილაინი მსოფლიოში აღიარებულ პლატფორმას - Medallia-ს იყენებს. პროდუქტების პირობებისა და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილების, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მომსახურების ხარისხის შეფასებას, წელს ციფრული არხებით კმაყოფილება დაემატა. ეს ნიშნავს, რომ ბილაინმა დაიწყო MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მომხმარებელთა გამოკითხვა, იმისათვის რომ გაიგოს კლიენტების გამოცდილება, ციფრული არხების შემდგომი დახვეწისა და სრულყოფისთვის," ამატებს მარიკა.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ქალი ანტრეპრენერი

თამო ვაშალომიძე - თამოსკინი

მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა "თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებების ხაზი

სიახლეები

როგორ დავიწყოთ სტარტაპი?

ახალი ტრენინგ-სერია "მედიალაბისგან"