ბილ გეითსის თქმით, ახალ პანდემიას უნდა ველოდოთCovid-19-ის რისკების მკვეთრად შემცირების მიუხედავად, გეითსის აზრით ახალი პანდემია გარდაუვალია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მიუნჰენშიგამართულ უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ Covid-19-ის რისკების მკვეთრად შემცირების მიუხედავად, ახალი პანდემია, რომელიც სხვა პათოგენით იქნება გამოწვეული, თითქმის გარდაუვალია.

აქვე მან დაამატა, რომ სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა პანდემიების მართვა ბევრად ეფექტური გახადოს, თუ ამ მიმართულებით აქტიური ინვესტირება ახლა დაიწყება.

ბილ გეითსის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი პლანეტის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უკვე გამოიმუშავა და ვითარების შემსუბუქება, ნაწილობრივ „ომიკრონის" შტამის გავრცელებამაც განაპირობა, რომელსაც გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

„მოსახლეობისათვის იმუნიტეტის გამომუშავებას თავად ვირუსმა გაცილებით უკეთ გაართვა თავი, ვიდრე კაცობრიობამ მასობრივი ვაქცინაციით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზანი, რომ 2022 წლის შუამდე მსოფლიოს მოსახლეობის 70% აეცრა, უკვე საკმაოდ დაგვიანებული და არსებული ვითარების შეუსაბამოა",- ამბობს გეითსი, -„როდესაც კაცობრიობა მორიგი პანდემიის წინაშე აღმოჩნდება, ჩვენ მასთან ეფექტურად ბრძოლა ორი წლის ნაცვლად, ექვს თვეში უნდა მოვახერხოთ. შემდეგი პანდემიისათვის მომზადების საფასური არც ისე დიდია. ეს კლიმატის ცვლილებას არ გავს. თუ რაციონალურები ვიქნებით, პანდემიებს გაცილებით სწრაფად დავამარცხებთ".

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა, ბრიტანული - Wellcome Trust-ის მხარდაჭერით, 300 მილიონი დოლარი შესწირა საერთაშორისო ორგანიზაციას - CEPI, რომელიც პროგრამა Covax-ის საშუალებით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინების მიწოდებაში დაეხმარა.

CEPI, ამჟამად $3,5 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვაზე მუშაობს, რათა ახალი დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებისათვის საჭირო დრო 100 დღემდე შეამციროს.

Wavy Line
არჩილგელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

SPECIALTY ყავის ბიზნესი – სიახლე რესტორატორი ანტრეპრენერებისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ კარლოს ედუარდო ბითენქორთთან -CAFEZAL MILANO-დამფუძნებელთან და მმართველ დირექტორთან