Betterhelp მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერადBetterhelp" იმუშავებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორი კომუნიკაციით შეინარჩუნოს მომხმარებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Betterhelp

"Betterhelp" - სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის ახალი პროექტია, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა – დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს "Covid-19"-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევაში. "Betterhelp" იმუშავებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორი კომუნიკაციით შეინარჩუნოს მომხმარებელი, დროულად გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

პროცედურა მარტივია: მომხმარებელი შედის ონლაინ პლატფორმაზე - www.betterhelp.ge - ავსებს უფასო კონსულტაციაზე მოთხოვნას, რომელშიც აღწერს ბიზნესს და აღნიშნავს გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილ მთავარ გამოწვევებს. გუნდი უკავშირდება განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და იწყებს რეკომენდაციის მომზადებას. ბოლო ეტაპზე მომხმარებელი იღებს მზა საკომუნიკაციო დოკუმენტს სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებისთვის.

„Betterhelp-ის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს ახალი ტრენდების ათვისებაში და ბაზრის ცვლილებებზე ადაპტაციაში, რათა ერთად შევძლოთ ეკონომიკის დასტაბილურება და ამ გამოწვევის დროულად დაძლევა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ ბიზნესს ახალ რეალობასთან შეგუებაში, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზე და შესაბამისად, ეკონომიკაზეც. სწორედ ამიტომ, გვსურს, გავუზიაროთ ორგანიზაციებს საკუთარი ცოდნა კომუნიკაციასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა ინდუსტრიების წამყვანმა პროფესიონალებმა. ისინი პროექტში ჩაერთვებიან მოწვეულ ექსპერტებად, რომ კიდევ უფრო მეტი სპეციალიზირებული და უტყუარი რეკომენდაცია მივცეთ ბიზნეს სექტორს" - აცხადებს დავით ბალიაშვილი, სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის გენერალური მენეჯერი.

"Covid-19"-ით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის ბიზნესის ხელშემწყობი კიდევ ერთი კამპანია ამოქმედდა - Billboards Base. კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეაქვთ, სარეკლამო სივრცეებს იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ Billboards.ge-ზე. კამპანიის მიზანია, ბიზნესის დახმარება და მისი თითოეული გზავნილის საზოგადოებამდე ზუსტად მიტანა, რომ პანდემიასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს .

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ლიდერობა

ლიდერი უნდა იყოს...

"ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."