''ბალიში'' - დასასვენებელი კუთხე ყველგან, სადაც დროის გატარება გიწევთ70 000 ლარი "შარქებისგან" 40%-ის სანაცვლოდ

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – „Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში „ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. „შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

„შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

„შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სტარტაპი „ბალიში" და მისი თანადამფუძნებლები − ანა და თათა გიგანები. სტარტაპერებმა „ბალიშის" განვითარებისთვის ოთხივე ინვესტორისგან 70 000 ლარის დაფინანსება კომპანიის 40%-ის სანაცვლოდ მოიპოვეს.

„ბალიში" არის ფუმფულა და ხარისხიანი რბილი ავეჯი, რომელიც დამზადებულია საქართველოში.„ბალიშის" შექმნის იდეა გაჩნდა დამღლელი დღის შემდეგ, როცა უბრალოდ დასვენება გვჭირდებოდა.გვსურდაშეგვექმნაპროდუქტი,რომელიცგადატვირთულადამიანსმისცემდამოსვენებისსაშუალებას.კარგადგვესმისრამდენადმნიშვნელოვანიაპროდუქტიულობისთვისხარისხიანიდასვენება,სამუშაოკვირაშიკიძნელიაგამოყოდროგანსატვირთად.ჩვენიმიზანიიყო„ბალიშს"სირბილეშეეტანაადამიანებისცხოვრებაში,მათსახლებში,ოფისებშიდაყველგან,სადაცმოდუნებაგვჭირდება",− Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ანა გიგანი.

დამფუძნებლების განმარტებით, თავდაპირველად საკმაოდ რთული იყო მომხმარებლის მოზიდვა, რადგან არ იცნობდნენ პროდუქტსა და მის კონცეფციას − სწორედ ეს იყო სტარტაპერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ნდობის ჩამოყალიბებას დრო დასჭირდა. „ბალიშის" გაყიდვა თავდაპირველად მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით ხორციელდებოდა, დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ საშუალება, პირადად ენახათ პროდუქტი, რაც დიდი ბარიერი იყო საწყის ეტაპზე.ეჭვისთვალითუყურებდნენ„ბალიშს".ესდამოკიდებულებამოდუნებისსაშუალებას არ გვაძლევდა, გვესმოდა, რომ შეცდომების დაშვების უფლება იმ დროს არ გვქონდა, ჩვენი ყოველი „ბალიში" სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო.ყურადღებასვაქცევდითუმცირესდეტალებსაც.მაშინცოდნადაგამოცდილებანაკლებიგვქონდადაამიტომყოველიდაბრკოლებააღმოჩენასავით იყო ჩვენთვის.შეგვიძლიათამამადვთქვათ,რომჩვენიპროდუქტისუჩვეულობამდაადამიანებისუნდობლობამმოგვცასაშუალება,კარგადგაგვეაზრებინარასვაკეთებდითდარატომ.გვერწმუნა„ბალიშის"შესაძლებლობების,მეტიგვემუშავასაკუთართავზე,დაგვემტკიცებინა,რომ„ბალიში" ნამდვილად არის ის, რაც საჭიროა.რამდენიმეწლისწინმტკივნეულადვიღებდითახალგადაწყვეტილებებს,ცოტაეჭვიცგვეპარებოდა,დღესკიმზადვართყველაფერიგავაკეთოთზრდისადაგაუმჯობესებისთვის",− აღნიშნავს ანა გიგანი.

„ბალიში" არის მეტად კომფორტული ავეჯი, ვინაიდან პროდუქტი ზუსტად იმეორებს სხეულის ფორმასა და კუნთებს. ამასთან, ნერვულ სისტემას მოდუნების საშუალებას აძლევს. დრო იმდენადაა აჩქარებული, რომ ადამიანებს ავიწყდებათ ფაქტი, რომ ჩვენს სხეულსაც აქვს ლიმიტი და სჭირდება ძალების აღდგენა − არა მარტო ძილის დროს, არამედ დღის განმავლობაშიც. „ბალიში" გეხმარებათ თქვენი წილი სიმშვიდის კუთხე მოიწყოთ ყველგან, სადაც დროის გატარება გიწევთ.„კარგად ვიცნობთ მსგავსი ტიპის პენოპლასტის ბურთებით გავსებულ ავეჯ, რომელიც საშინელი მოსავლელია, მარტივადჯდება"და ხელახლა გავსების შემდეგ ტოვებს დიდი რაოდენობით ნარჩენს, ნაგავს.ს პროდუქტი შეიძლება ჩვენს კონკურენტად მოვიაზოთ.ფორმა თითქოს ერთნაირია,მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.ბალიშის"გასავსებად ვიყენებთ ავეჯისღრუბელს", რომელიც ქარხნის ნარჩენია.მ ამბით ძალიან ვამაყობთ.წინა წელს 5 ტონაღრუბელი"გავხარჯეთ, რომელიც ნაგავსაყრელზე არ მოხვდება და რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გამოადგება ჩვენს მომხმარებელს.ალიშს"არ სჭირდება სისტემატურადღრუბლის"დამატება (ჯერჯერობით არ გვყოლია კლიენტი, რომლისბალიშმაც"შევსება მოითხოვა დროთა განმავლობაში), ზედაპირი ეხსნება და ირეცხება მარტივად.შეგვიძლია მოგაწვდინოთ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და პასუხი ვაგოთ ყველანაირ შეცდომაზე, გამოვასწოროთ და არ დაგტოვოთ უკმაყოფილო",− განმარტავს დამფუძნებელი.

„შარქ თენქში" მონაწილეობის მიღება სტარტაპერებმა სამომავლო ცვლილებებისთვის გადაწყვიტეს. დამფუძნებლებს სურდათ, უფრო სწრაფად და ეფექტურად დაეწყოთ ზრდა და განვითარება, გადაცემა კი ამ გეგმის განსახორციელებლად საუკეთესო გზა იყო. მოპოვებულ ინვესტიციას მცირე ბიზნესის გაზრდისთვის გამოიყენებენ და შეეცდებიან ჩამოაყალიბონ ძლიერი კომპანია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, „ბალიშის" შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ დაფინანსების გარდა, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რაც „შარქებს" აქვთ.გვაქვსმარტივი"მისია, გავაგებინოთ ყველას ჩვენშესახებ და გავაცნოთ ჩვენი ურბილესი და უფუმფულესიბალიში".კვირთ ხოლმე ჩვენს პოდუქტთან შეხვედრამდე,რა შეიძლება იყოსსეთი განსაკუთრებული უზარმაზარ ჩასაწოლბალიშში".რთხელ მაინც თუ გადაეყრებით,აუცილებლად შეგიყვარდებათ.ვინდა,პროდუქტიმასიურადშევიტანოთსამუშაოსივრცეებში,სადაც ყველაზე კარგად აფასებენ დასვენებას;სახლებში, მოსასვენებელ სივრცეებში, სასტუმროებში, კაფეებშიმოკლედ ყველგან,სადაც ადამიანს განტვირთვა სჭირდება.ამომავლოდ ვაპირებთბალიშის"დიზაინის განვითარებას, გვინდა დავამატოთ ახალი ნატურალური ნაჭრები და დავხვეწოთ დიზაინი",− განმარტავს ანა გიგანი.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად