Apple-მა მინიმუმ ერთი თვით გადადო ოფისში დაბრუნების ვადა COVID-19 შემთხვევების ზრდის გამოApple-მა ივნისში გამოაცხადა, რომ სექტემბრიდან დაწყებული მის თანამშრომლებს კვირაში სამი დღე უნდა ემუშავათ ოფისში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როგორც Bloomberg-ს წყაროებმა შეატყობინეს, Apple-მა სულ მცირე ერთი თვით მაინც გადადო ოფისში მუშაობის განახლება.

Apple-ის გეგმის მიხედვით, მისი თანამშრომლები სექტემბერში კი არა, ყველაზე ადრე, ოქტომბერში დაუბრუნდებიან ოფისს, მიზეზი − COVID-19-ის შემთხვევების ზრდაა. Bloomberg-მა არ დაასახელა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიაწოდეს.

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით იმ შტატებში გაიზარდა, რომლებშიც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა როშელ ვალენსკიმ 16 ივლისს განაცხადა, რომ წინა კვირასთან შედარებით, შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 12 ივლისის მდგომარეობით, წინა კვირასთან შედარებით, მთელ მსოფლიოში თითქმის 12%-ით გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები.

苹果——მაივნისშიგამოაცხადა,რომპერსონალიოფისშისექტემბერში უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან ერთად, ისიც აღნიშნა, რომ ჰიბრიდული მუშაობის მოდელს ნერგავდა, რომლის მიხედვით, თანამშრომლები სამსახურში კვირაში მინიმუმ სამჯერ უნდა გამოცხადებულიყვნენ. ეს რეჟიმი მას Silicon Valley-ის ისეთი კომპანიებისგან განასხვავებს, როგორიცაა Twitter და Facebook. მათ თანამშრომლებს განუცხადეს, რომ განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეეძლოთ შინიდან მუშაობა.

Apple-ს ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად Insider დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

ოფისში მუშაობის სამდღიანმა მოდელმა ზოგიერთი თანამშრომელი მეტისმეტად შეაშფოთა, 80-კაციანმა ჯგუფმა ივნისში გაუგზავნა წერილი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკს, და უფრო მოქნილი მიდგომა მოითხოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, კომპანიას თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია.

ივლისის დასაწყისში The Verge-მა (ამერიკული ვებგვერდი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს აშუქებს) Apple Slack-ის შიდა არხს გადახედა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი სამუშაო მოდელის გამო აპირებდა კომპანიის დატოვებას, ზოგიერთი კი, სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობასაც განიხილავდა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად