ალდაგი - ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ალდაგი,რომელიცარსებობის31წელსითვლის და რომელიც დღესაც ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, ბიზნესის საუკეთესო მზღვეველ კომპანიად აღიარეს. ჯილდო ალდაგმა საერთაშორისო მედია პლაფტორმისგან Global Banking & Finance Review ახლახან მიიღო. აღიარება იმ მიღწევებსა და მიდგომებს მოჰყვა, რომელსაც ალდაგი ბოლო წლების განმავლობაში კოპორატიული დაზღვევის მიმართულებით ნერგავს. რა მხარდამჭერ მექანიზმებს სთავაზობს ალდაგი ბიზნესს და რითია განპირობებული ბიზნესის დაზღვევაში კომპანიის ლიდერობა, ამ თემაზე Entrepreneur-ს ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორი, დავით ეჯიბია უყვება.

***

რა არის ის მიდგომები, რომელთა დანერგვა ალდაგმა გასული რთული წლის მიუხედავად შეძლო და რომელმაც მას ეს აღიარება მოუტანა?

2020 წლის დასწყისში ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელმაც ქვეყანაში ბიზნესის დაზღვევის გამოცდილება სრულიად განსხვავებული და ინოვაციური გახადა. ვგულისხმობ ჩვენი გუნდის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, რაც დაგვეხმარა გადავსულიყავით ბიზნესის მომსახურების არსებითად ახალ ეტაპზე. დღეს კომპანიებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სადაზღვევო პოლისებს, არამედ პროფესიონალურ კონსულტაციას რისკების მართვის მიმართულებით. რისკების მენეჯმენტი ზოგადად კომპლექსური სფეროა და მისი შემადგენელი ნაწილია მატერიალური რისკების მართვა, რომლის მექანიზმსაც წარმოადგენს დაზღვევა. შესაბამისად, ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით ამ მექანიზმის ეფექტურად გამოყენებაში, რათა მათი ბიზნეს საქმიანობა რისკების მხრივ იყოს სწორად შეფასებული და დაზღვეული.

ბოლო ერთი წელი საკმაოდ რთული იყო ბიზნესისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელების შანსი მოგვეცა. დაჩქარდა ციფრული მომსახურების სრულყოფის პროცესი და შესაძლებელი გახდა დისტანციური სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება. ამ მიმართულებით ალდაგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, მომხმარებლისთვის ციფრული პროდუქტები და სერვისები შეგვეთავაზებინა. გარდა ამისა, გასულმა წელმა დაგვაფიქრა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო რელევანტური არა ერთეული კომპანიებისთვის, არამედ ინდუსტრიებისთვის კომპლექსურად, რათა მათ სრულყოფილად შეეძლოთ რისკების მართვა ნაცვლად ცალკეული პროდუქტების შეძენისა. ამ მხრივაც არაერთი კონკრეტული შეთავაზება დავამუშავეთ და გავუზიარეთ ინდუსტრიებს, რაც მათთვის საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა.

რა ახალი მოთხოვნები უჩნდებათ კომპანიებს სადაზღვევო სერვისებთან მიმართებით? რამდენად შეცვალა პანდემიამ სადაზღვევო სერვისებზე მოთხოვნა?

ციფრულმა რეალობამ ახალი რისკები წარმოშვა. უფრო მოთხოვნადი გახდა, მაგალითად, კიბერდაზღვევის სერვისები. საკურიერო მომსახურებისა და ელ-კომერციის ზრდასთან ერთად აქტუალური გახდა ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაც. ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რთული წლის შემდგომ მზარდი დინამიკით გამოირჩევა და ჩვენც ვცდილობთ, რომ მათ ისეთი სერვისები და სადაზღვევო პროდუქტები შევთავაზოთ, რომელიც დაეხმარება მათ რისკების სწორად და ეფექტურად მართვაში, რათა ახალ გამოწვევას უფრო მომზადებულები დახვდნენ.

რომელი ინდუსტრიაა წარმოდგენილი ალდაგის კორპორატიული დაზღვევის პორტფელში ყველაზე ფართოდ და თუ აპირებთ რომელიმე ინდუსტრიაში გააქტიურებას?

სადაზღვევო სერვისები აქტუალურია ყველა ინდუსტრიისთვის. მით უფრო, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ მატერიალური აქტივების - ავტომობილის, ქონების, ტვირთების დაზღვევაზე, არამედ მაგალითად პასუხისმგებლობებზე, რომელიც, თავის მხრივ, ათეულობით სადაზღვევო პროდუქტს აერთიანებს. პანდემიამდე განსაკუთრებით ტურისტული სექტორი და მასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ბიზნესი აჩვენებდა ზრდის მაღალ ტემპს, თუმცა ვიცით, რომ ტურისტულ სფეროს დღეს საკმაოდ უჭირს. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, ისინი სირთულეების პირისპირ მარტო არ დავტოვოთ და დავეხმაროთ სადაზღვევო დაფარვების შენარჩუნებაში.

ახალშესაძლებლობებსვხედავთსავალდებულოდაზღვევისსახეობების განვითარების მიმართულებით. ვიცით, რომ მაღალრისკიანი საქმიანობის შემთხვევაში დამსაქმებელს მოეთხოვება, თანამშრომლები დააზღვიოს უბედური შემთხვევებისგან, თუმცა დაზღვევის სავალდებულო სახეობების შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ დაზღვევა, დაფარვებითა და შინაარსით, უნდა იყოს სრულყოფილი და არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. როდესაც ვლაპარაკობთ ბიზნესისთვის სავალდებულო დაზღვევაზე, ყველაზე ხშირად, რაც მთელს მსოლფიოში გხვდება - არის ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა, იქნება ეს კერძო პირი თუ ორგანიზაცია. საქართველოში ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს, რაც კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა არის ამ კუთხით გასაკეთებელი და რამდენად მაღალია სადაზღვევო ბაზრის განვითარების პოტენციალი.

რა მიმართულებით აპირებთ მომდევნო წლებში განვითარებას ?

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, ბიზნესს გამოწვევის შესაბამისი სადაზღვევო მხარდაჭერა შევთავაზოთ. ასევე წინასწარ ვმუშაობთ ისეთი ინოვაციური პროდუქტების შემუშავებაზე, რომელთა ასათვისებლად ერთი შეხედვით ბაზარი შესაძლოა მზად არ იყოს, თუმცა ახლო მომავალში აუცილებლად გახდება აქტუალური. ჩვენი ხედვით, ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი მცირე და საშუალო ბიზნესშია. პანდემიამ დაგვანახა, რომ ისინი საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევის მიმართ და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ სადაზღვევო სერვისები მათ საქმიანობის სტაბილურობის მეტ გარანტიას შეუქმნის, ამიტომ გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა სადაზღვევო გამოსავლის შეთავაზებას.

ჩვენი მიზანი, მიუხედავად რთული გამოწვევებისა, არსებული პორტფელის გაზრდაა. ალდაგი სტაბილურად იზრდება და მუდმივად მყარად დგას ფეხზე ზარალის ანაზღაურების მხრივ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია დაზღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მხოლოდ 2020 წელს კორპორატიული კლიენტებისათვის ანაზღაურებულმა თანხამ 65 მლნ ლარი შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ ალდაგის გადამზღვევი პარტნიორები მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები არიან, მათ შორისHANNOVER RE, TRANS RE, SWISS RE, Generali, Zurich, AXA XL, AIG, LLOYD'S OF LONDON.ამდენად ალდაგის დაზღვევით სარგებლობა მნიშვნელოვან გარანტიებს და სტაბილურობას ნიშნავს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ლიდერობა

ლიდერი უნდა იყოს...

"ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."