ახალგაზრდების მხარდასაჭერად ''სპარკმა'' კიდევ ერთი პლატფორმა შექმნაpre.accelerate.ge

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

თბილისის ბიზნეს-აქსელერატორმა „სპარკი"https://pre.accelerate.ge/——სგააქტიურებითსტუდენტურიპრე——აქსელერაციისმასშტაბები გაზარდა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება გაუმარტივა. თუ რას გულისხმობს საერთო პრეაქსელერაცია, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერებს მენტორებისა და აქტიური ტრენინგების დახმარებით შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესიდეები წარმატებულ საქმიანობად აქციონ, სპარკის გუნდი გვიამბობს.

რაარისზოგადადპრეაქსელერაციაუნივერსიტეტებშიდარასგულისხმობსსაერთოპრეაქსელერაცია?
პრეაქსელერაციის პროგრამა გულისხმობს სტარტაპის აქსელერაციამდე პერიოდს, რომელიც მას ამზადებს აქსელერაციის ეტაპისთვის. უნივერსიტეტების პრეაქსელერაციის პროგრამა კი მოიცავს ყველა იმ სტუდენტის დახმარებას, ვისაც ბიზნესიდეა აქვს და არ იცის როგორ აქციოს იდეა რეალობად. დახმარებაში მოიაზრება მენტორინგი, კონსულტაციები, ტრენინგები, დემო-დღისთვის მომზადება და ბევრი სხვა საკითხი. ბიზნესის სფეროს სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება. ეს მათ საშუალებას აძლევს სწავლების პირველსავე ეტაპზე ჩაიხედონ, თუ რა სირთულეებისთვის უნდა იყვნენ მზად, როგორ გაუმკლავდნენ კრიზისს, მოისმინონ სხვადასხვა სტარტაპერისა თუ მსხვილი ბიზნესების ქართულ რეალობაზე მორგებული მაგალითები.

რამდენუნივერსიტეტთანთანამშრომლობთ?აპირებთთუარამომავალშისხვაუნივერსიტეტებისჩართვას?
ამეტაპზე 5 უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებები გრძელდება იმისათვის, რომ პროგრამას სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდნენ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს პროგრამაში ჩართული, ასე რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

პროცესისშესახებმოგვიყევი.რაეტაპებიაგასავლელიიმისთვის,რომსტუდენტებმაპრეაქსელერაციაშიმიიღონმონაწილეობადარასუნდაელოდონპრეაქსელერაციისაგან?
უპირველესად, საჭიროა გამოიყენონ ახალი პლატფორმა, სადაც ნებისმიერი სტუდენტი მარტივად შეძლებს დარეგისტრირებას.

ჯამში პროცესი 6-ეტაპიანია:

პრეაქსელერაციის გავლით, სტუდენტები შეძლებენ საჭირო კონტაქტების დამყარებას და სტარტაპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის მიღებას. საბოლოოდ კი, აქსელერაციის ეტაპზე გადასვლას, რაც იდეის განვითარებითა და საკუთარი კომპანიის შექმნით დასრულდება.

რამნიშვნელობააქვსადრეულასაკშისწორიბიზნესხედვებისჩამოყალიბებასდასწავლებისპროცესშიპრაქტიკულიუნარ-ჩვევებისგამომუშავებასდამწყებიმეწარმეებისთვისთუინოვატორებისთვის?
ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესხედვების ადრეულ ასაკში ჩამოყალიბება და პრაქტიკული მუშაობა როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ასევე ინოვატორებისთვის. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ნაკლებად არის, სტარტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა ბიზნეს-აქსელერატორი „სპარკი" აქტიურად მუშაობს ამ ნაწილში სტუდენტების მხარდასაჭერად.

რაარისსპარკის"მიზანი?ამახალიპლაფორმისშექმნით,რაროლსშეასრულებსსპარკი"ქართულეკოსისტემაში?
„სპარკის" მიზანი, pre.accelerate-ის შექმნით, არის ახალი შესაძლებლობის გაჩენა ქართულ რეალობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საგანმანათლებლო, ასევე ბიზნესსექტორისთვის. სტუდენტებს ხშირ შემთხვევაში აქვთ ძალიან კარგი იდეა, თუმცა შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების არქონის შემთხვევაში, იდეა პროტოტიპირების ეტაპამდეც ვერ მიდის. „სპარკი" სწორედ ამ ცოდნისა და გამოცდილების უსასყიდლოდ მიწოდებას უზრუნველყოფს, მოცემული პლატფორმით.

სპარკი"დისტანციურირეჟიმითაქტიურადაგრძელებსმუშაობასდაუამრავსაჭიროსერვისსთავაზობსბენეფიციარებს.კიდევრასუნდაველოდოთ?
აქვე უნდა ვახსენოთ „სპარკის" მეორე პლატფორმა − ACCELERATE.GE, სადაც ბიზნესსუბიექტებს ვეხმარებით online-ტრენინგებით, სტატიებით თუ ტუტორიალებით, პოდკასტებით და მენტორთან უფასო კონსულტაციის ჩანიშვნით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ბიზნესსუბიექტებისთვის, რათა შეძლონ online-სერვისებთან ადაპტაცია.

„სპარკი", როგორც იცით, თბილისის მერიის, ევროკავშირისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტია.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

მარკეტინგი

პროდუქტის მარკეტინგის 5 სტრატეგია, რომელიც მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს

მოძებნეთ ბალანსი, თუ როდის უნდა მიენდოთ მონაცემებს და როდის გარისკოთ