24-29 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

24-29 სექტემბერს, რიგით მეორე ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალიქუთაისის მერიის,საქართველოს ეროვნული კინოცენტრისდათიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მთავარი მასპინძელია: სასტუმრო "ქუთაისი-ინნ".

ფესტივალის საზეიმოდ გაიხსნება24 სექტემერს, 18.00კინოთეატრ"საქართველოში".გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის"ქორწილი".

ფესტივალი 6 დღის განმავლობაში, კინოთეატრ"საქართველოში"ფართო აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალის პროგრამა კინოჩვენებებთან/ რეტროსპექტივებთან ერთად, უშუალოდ კინემატოგრაფისტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს მოიცავს.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჟიური:ნანა ჯორჯაძეთავმჯდომარე,ალექსანდრე კობერიძე,კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა, ედვინას პუკშტადა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჟიური :ინეკე სმიტსითავმჯდომარე,კოტეკალანდაძე,გიორგიბოჭორიშვილიგამარჯვებულს ორ კატეგორიაში გამოავლენენ:საუკეთესო ფილმიდასაუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის პრიზი -ოქროს დინოზავრი.

ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს კინოკრიტიკოსების ჟიური:ლელა ოჩიაურითავმჯდომარე,თეო ხატიაშვილი, ბასტი მგალობლიშვილირომელებიც თავის რჩეულს გადასცემენმიხეილ კობახიძისსახელობის ჯილდოს.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორიფედონ პაპამაიკლი, რომელიც მრავალი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის"მშვენიერი დღე"ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა არისუკრაინა.უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის "МIСТ" მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გოეთეს ინსტიტუტისმხარდაჭერით წარმოდგენილი იქნებაობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა,რომელიც სპეციალურად ჩვენი ფესტივალისათვის არის გაკეთებული და რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი -ქრისტიანე ბიუხნერი.

იონას მეკასისდაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან დაCinExpress-თან თანამშრომლობით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები.

საქართველოს ეროვნული არქივიწარმოგვიდგენს პროგრამას "ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში". აგრეთვე, კინოარქივისა და საქართველოს კინოცენტრის ხელშეწყობით ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა: მაგდანას ლურჯა და ალავერდობა.

რეჟისორი ფოკუსში -ოთარ იოსელიანი.ნაჩვენები იქნება მისი ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

პირველად ქუთაისში შესაძლებლობა გეძლევათ, ნახოთ შარშანდელი ბერლინალეს ტრიუმფატორი რეჟისორის,ალექსანდრე კობერიძისმოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ტრადიციულად, ფესტივალზე იქნება წარმოდგენილიქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება: ქართველი მხატვრისა და დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მასტერკლასი"ფერი კინოში";სლოვაკური წარმოშობის ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის კატია კრაუსოვას მასტერკლასი“კრეატიულიპროდიუსერიდასაერთაშორისოკო——პროდუქცია", ქართველი მსახიობების და ქასთინგის რეჟისორებისეკა მჟავანაძისდათეკლა ჯავახაძისმასტერკლასი"მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები".

ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი, ტუტორები: სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერილეო გაბრიაძე, რეჟისორიალექსანდრე კობერიძე,სცენარისტი, რეჟისორიუტა ბერიადა პროდუსერითიკო ნადირაშვილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმაგამარჯვებული პროექტისთვის დააწესა ფულადი ჯილდო-5000ლარი, რომელიც 2 საუკეთესო სცენარზე გადანაწილდება.პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება-3000ლარით, მეორე ადგილზე გასული -2000ლარით.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და ლაურეატების დაჯილდოება შედგება29 სექტემბერს, 19.00, კინოთეატრ"საქართველოში".ოფიციალური ნაწილის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის"მუსიკოსები".

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:https://link.tbc.ge/KISFF-Festival-Programme

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს